ეკონომიკა
ჩვენს ქვეყანაში არც ანტიდემპინგური კანონი არსებობს და არც კონკურენციის შესახებ კანონი სრულდება სათანადოდ - ლევან აღდგომელაშვილი
,,ომეგა ჯგუფი - თამბაქოს“ გენერალური მენეჯერი, ლევან აღდგომელაშვილი და „თბილისი თამბაქოს“ გენერალურ დირექტორი ზვიად მუკბანიანი ერთად “რუსთავი 2”-ის ეთერში გასულ სიუჟეტს გამოეხმაურნენ, სადაც საუბარი იყო იმაზე, რომ ადგილობრივი თამბაქოს მწარმოებლები კანონში არსებული ხარვეზებით და გარკვეული ხრიკებით თავს არიდებენ გადასახადებს და ბიუჯეტს 50 მილიონით აზარალებენ.
როგორც აღდგომელაშვილმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში „თბილისი თამბაქოს“ გენერალურ დირექტორთან ზვიად მუკბანიანთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ადგილობრივი ფაბრიკების იძულებით გადასვლა უფილტრო სიგარეტის წარმოებაზე, განპირობებულია იყო დემპინგური პოლიტიკით.
მისი თქმით, დემპინგი სამომხმარებლო ბაზარზე არის ყველა დარგის პრობლემური თემა.
,,ჩვენს ქვეყანაში დემპინგის არსებობა უცხოელი იმპორტიორების მიერ და დემპინგისადმი მიყურადება თუ წაქეზება არის საკანონმდებლო ხარვეზიც და თაღლითობაც“, - განაცხადა აღდგომელაშვილმა.
მისი თქმით, პრობლემაა ის, რომ სათანადოდ არ მუშაობს კონკურენციის შესახებ კანონმდებლობა და არც ანტიდემპინგური კანონდებლობა არსებობს.
,,დემპინგთან ერთად, უცხოური იმპორტიორების მიერ იზღუდება ადგილობრივი ნაწარმის შესვლა საცალო ქსელში. ადგილობრივი ნაწარმის საცალო ქსელიდან განდევნა ექსკლუზიური შეთანხმებების საშუალებით ხორციელდება. სწორედ ესეცაა საკანონმდებლო ხარვეზი და ამ ხარვეზების გამო ბიუჯეტმა დაკარგა გაცილებით მეტი თანხები, ვიდრე ვირტუალური 50 მილიონია, რადგან დემპინგის შემთხვევაში იმპორტიორი იხდის ნაკლებ დღგ-ს და აქციზის ადვალური ნაწილის ნაკლებ გადასახადს. ექსპერტებს ვურჩევდი, ეს თანხები დაეთვალათ და გარწმუნებთ, ბიუჯეტის ზარალის კოლოსალურ თანხებზე გავლენ. აი, ეს ხარვეზებია გამოსასწორებელი. სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში არც ანტიდემპინგური კანონი არსებობს და არც კონკურენციის შესახებ კანონი სრულდება სათანადოდ“, - განაცხადა აღდგომელაშვილმა.
საკვანძო სიტყვები:
იანვარში საქართველოს ეკონომიკა 7.9 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი
27 თებერვალი, 2026 , 12:06
იანვარში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 24.2 პროცენტით შემცირდა -საქსტატი
13 თებერვალი, 2026 , 12:30
2025 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 10.1 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი
20 იანვარი, 2026 , 13:41
„იგლ ჰილსის“ პროექტის სამშენებლო ეტაპზე 30 000 სამუშაო ადგილი შეიქმნება, სახელმწიფო ბიუჯეტში შესაძლებელი იქნება 4 მილიარდ დოლარამდე ეკვივალენტის საგადასახადო შემოსავლების მობილიზება - მოჰამედ ალაბარი
14 იანვარი, 2026 , 08:54
ნოემბერში საქართველოს ეკონომიკა 7.2 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი
31 დეკემბერი, 2025 , 12:27
ირაკლი კობახიძე „იგლ ჰილსზე“ - მინიმუმ 11 მლრდ ლარით გაზრდის ჩვენს ეკონომიკას ეს ერთი კონკრეტული ინვესტიცია, რაც შეეხება ბიუჯეტს, საშუალოდ, მომდევნო 10 წლის განმავლობაში, მინიმუმ 700 მილიონი ლარი დაემატება საქართველოს ბიუჯეტს
29 დეკემბერი, 2025 , 10:09


