მოზაიკა
ჩვენისთანა ბედნიერი განა არის სადმე ერი? - ბედნიერების რეიტინგში საქართველომ 156-დან 128-ე ადგილი დაიკავა
მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ბედნიერების მაჩვენებლის ანგარიშში საქართველომ 156-დან 128-ე ადგილი დაიკავა.
ბედნიერების მაჩვენებელი ფასდებოდა შემდეგი კრიტერიუმებით: სიცოცხლის ხანგძლივობა, სოციალური მხარდაჭერა, ჯანსაღი ცხოვრების წესი, თავისუფლება, გულუხვობა, კორუფცია და ნდობა.
ყველაზე ბედნიერ ქვეყანად ფინეთი დასახელდა. მას მოჰყვებიან ნორვეგია და დანია. მეოთხე ადგილზეა ისლანდია, ხოლო ხუთეულს შვეიცარია ხურავს.
ყველაზე უბედურ ქვეყანად დასახელდა ბურუნდი, ოდნავ უკეთესი მდგომარეობაა ცენტრალური აფრიკის რესპუბკიკასა და სამხრეთ სუდანში.
რაც შეეხება მეზობელი ქვეყნების მაჩვენებლებს, რუსეთმა 59-ე ადგილი დაიკავა, თურქეთმა - 74-ე, აზერბაიჯანმა - 87-ე, ხოლო სომხეთმა - 129-ე.
გარდა ამისა, ნაშრომში წარმოდგენილია მიგრანტთა ბედნიერების რეიტინგი. საქართველომ 117 ადგილიდან 110-ე დაიკავა. ბოლო ადგილზეა სირია, ხოლო პირველ ადგილს ისევ ფინეთი იკავებს.
საკვანძო სიტყვები:
ლეგენდარულმა “შაკატაკმა” თბილისში 2 კონცერტი გამართა
22 იანვარი, 2026 , 11:22
საქართველოში პირველად პროფესიონალ და მოყვარულ მოცეკვავეთა საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება
17 ოქტომბერი, 2025 , 16:52
ბალეტის სუპერვარსკვლავი ნატალია ოსიპოვა ქართველი მაყურებლის წინაშე წარდგა
17 ივნისი, 2025 , 10:50
თბილისში ამბის თხრობის ფესტივალი - ZEG გაიხსნა
13 ივნისი, 2025 , 13:56
საქართველოს სახელოვანი იტალიელი მსახიობი სიმონა კავალარი ეწვევა
30 მაისი, 2025 , 13:13
საქართველოს ლეგენდარული მოკრივე როი ჯონსი სტუმრობს
23 მაისი, 2025 , 16:36


