უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

17 მარტი, 2018 16:35
font-size

ჩვენი მხრიდან გუდაურში საბაგიროს დამონტაჟებისას უსაფრთხოების ყველა ნორმა დაცული იყო - კომპანია „დოპელმაიერი“

კომპანია „დოპელმაიერი“, რომელმაც გუდაურში საბაგირო დაამონტაჟა, მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით პირველ კომენტარს აკეთებს.

კომპანიის წარმომადგენლის, ეკეჰარდ ასმანის განცხადებით, მათ კონსტრუქცია რამდენიმე წლის წინ დაამონტაჟეს და უსაფრთხოების ყველა ნორმა დაცული იყო.

მისივე თქმით, კომპანია ექსპერტების დასკვნას ელოდება.

„ეს საბაგირო 2007 წელს მოეწყო, რა თქმა უნდა, ჩვენ ვნახეთ ვიდეომასალები, გუშინვე გამოვაგზავნეთ ინჟინრები გუდაურში და ისინი ახლაც იქ არიან, მაგრამ უშუალოდ ინციდენტის ადგილი დაკეტილია ხელისუფლების მიერ და ამ დროისთვის ვერ ვახერხებთ იქამდე მისვლას. ხელისუფლებას ნებისმიერ დახმარებას გავუწევთ რაც შეგვეძლება, იმისთვის რომ დადგინდეს მიზეზები. ეს არის იმ ათიათასამდე საბაგიროს შორის, რომლებიც ჩვენ კომპანიას აქვს დამონტაჟებული მსოფლიოში. ჩვენი მხრიდან უსაფრთხოების ყველა ნორმა დაცული იყო. ახლა უნდა დაველოდოთ რომ მომხდარის მიზეზი ხელისუფლებასთან ერთად გავარკვიოთ და შემდეგ შეგვეძლება დამატებით საუბარი,“- განაცხადა კომპანია „დოპელმაიერის“ წარმომადგენელმა ეკეჰარდ ასმანმა "კურიერთან" სატელეფონო საუბრისას.

პოლიციამ მარნეულში არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

16 მარტი, 2026 , 11:15

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ჩადენილი ძალადობის ბრალდებით 2005 წელს დაბადებულ

ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში გეოლოგების სამი ჯგუფი ადგილზე იმყოფება, რათა ოპერატიულად იქნას შეფასებული არსებული მდგომარეობა - გარემოს ეროვნული სააგენტო

12 მარტი, 2026 , 10:36

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს, 12 მარტს, გამთენიისას, ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში ადგილი ჰქონდა მეწყრული პროცესები ჩასახვა-გააქტიურებას. უწყების ცნობით, წინასწარი ინფორმა

ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი-მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია

12 მარტი, 2026 , 10:10

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი. მათივე ცნობით, სტიქიის ადგილზე მობილიზებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფების წარმომა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თევზის შესაბოლ არალეგალურ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა

10 მარტი, 2026 , 14:07

სურსათის ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის დეპარტამენტმა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ფოთში თევზის შესაბოლი არალეგალური საწარმო გამოავლინა. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მცირე მეწარმე ლ.ე. საქმი

ყაჩაღობის ფაქტზე ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივი დაკავებულია - პროკურატურა

9 მარტი, 2026 , 16:47

საქართველოს პროკურატურა ყაჩაღობის ფაქტზე შსს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივის დაკავების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. საგამოძიებო უწყების ცნ

აჭარის მთავრობა ხანძრითა და სტიქიით დაზარალებულ 256 ოჯახს დაეხმარება

6 მარტი, 2026 , 11:26

აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან სტიქიითა და ხანძრით დაზარალებული 256 ოჯახის საცხოვრებელი სახლების აღდგენა-რეაბილიტაციისთვის სამ მილიონ ლარზე მეტი გამოიყოფა. დაზარალებული ოჯახების დახმარების საკითხი აჭარის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი