უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

29 იანვარი, 2019 14:42
font-size

ჩვენი ჩართულობით ხეობის მოსახლეობას და ინვესტორ კომპანიას შორის ძალიან სანიმუშო შეთანხმება შედგა - ნათია თურნავა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში პანკისის ხეობის მოსახლეობის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა, რომლის დროსაც პანკისის ხეობაში ჰიდროელექტროსადგურების კასკადის მშენებლობის დაწყების საკითხი განიხილეს.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნათია თურნავა, შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე კახა საბანაძე, პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონულ საკითხებში სოზარ სუბარი, აგრეთვე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს დაცვითი შეფასების დეპარტამენტის უფროსი მაია ბერაძე, კახეთში სახელმწიფო რწმუნებული ირაკლი ქადაგიშვილი და ახმეტის მუნიციპალიტეტის მერი იოსებ ქარუმაშვილი.

შეხვედრის დასაწყისში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნათია თურნავამ დიდი მნიშვნელობა მიანიჭა ადგილობრივ მოსახლეობასთან კონსტრუქციული დიალოგის წარმართვის მნიშვნელობას ისეთი მნიშვნელოვანი პროექტების დაგეგმვა-განხორციელების დროს, როგორიცაა ჰიდროელექტროსადგურები. მისი თქმით, მოლაპარაკება ინვესტორი კომპანიისა ხეობის მოსახლეობასთან რამდენიმე თვეა აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ჩართულობით წარმატებით მიმდინარეობს. გარდა ამისა, აღნიშნულ პროცესში ასევე მონაწილეობდნენ გარემოსდაცვითი ორგანიზაციები.

შეხვედრაზე ჰიდროელექტროსადგურების კასკადის ინვესტორი კომპანიის „ფერის“ ხელმძღვანელმა ლაშა იორდანიშვილმა პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ყურადღება გაამახვილა იმ სარგებელზე, რომელსაც ხეობის მოსახლეობა მიიღებს როგორც სამშენებლო, ასევე ობიექტების ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ.
"ჩვენი ჩართულობით ხეობის მოსახლეობას და ინვესტორ კომპანიას შორის ძალიან სანიმუშო შეთანხმება შედგა. ვფიქრობთ, რომ ეს არის ძალიან კარგი მოდელი, რომელსაც შევძლებთ და გავავრცელებთ სხვა მშენებარე მცირე სადგურების შემთხვევებზე, სადაც ადგილობრივ მოსახლეობას აქვს შეკითხვები და პრეტენზიები, ხოლო ინვესტორს - პასუხისმგებლობა," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ შეხვედრის დასრულების შემდეგ. მისი თქმით, პანკისის ხეობაში დაგეგმილი მცირე ჰესების ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ, საქართველო მიიღებს ელექტროენერგიას, რაც თავის წვლილს შეიტანს ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობაში, ხოლო პანკისის ხეობა, მისი მოსახლეობა მიიღებს მთელ ჩამონათვალს სარგებლისა, იქნება ეს განახლებული ინფრასტრუქტურა, დასაქმება, ადგილობრივი გადასახადები და სხვა სიკეთეები, რასაც ეს პროექტი მოიტანს.

რეგიონულ საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩევლის სოზარ სუბარის შეფასებით, "შეხვედრაზე მაქსიმალურად მოხერხდა როგორც მოსახლეობის, ასევე გარემოს დაცვითი მოთხოვნების დაკმაყოფილება. დაკმაყოფილება. ამასთან, ინვესტორიც უნდა იყოს კმაყოფილი, რადგან მას მუშაობა მოუწევს ძალიან კეთილგანწყობილ გარემოში, სადაც მისი მოგებაც იქნება გარანტირებული და ხალხის ინტერესებიც - დაცული," - განაცხადა სოზარ სუბარმა.

შეხვედრის შემდეგ კმაყოფილი იყვნენ ადგილობრივებიც, რომლებმაც როგორც მთავრობისგან, ასევე ინვესტორი კომპანიისგან მიიღეს კონკრეტული პასუხები მათ შეკითხვებზე, ასევე კობნკრეტული ჩამონათვალი პროექტებისა, რომლებიც უახლოეს პერიოდში ხეობის სოფლებში განხორციელდება.

როგორც აღინიშნა, ინვესტორი ხეობაში სახელმწიფოსთან ერთად განავითარებს ინფრასრუქტურას, რაც თავის მხრივ რეგიონში ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს, მოაწესრიგებს ომალო-დუმასტურის სასმელის წყლის სისტემას, აღადგენს სოფელი დუისის სასმელი წყლის რეზერვუარს, მოაწყობს ბირკიანი - ომალოს დამაკავშირებელ საავტომობილო ხიდს, დაასაქმებს არანაკლებ 70 ადგილობრივ მოსახლეს, ყოველწლიურად ხეობაში დაფუძნებულ ფონდში შეიტანს დაახლოებით 120,000 ლარს და სხვ.

აღსანიშნავია, რომ ხეობაში „ხადორი 3“ - ისა და „სამყურისწყალი 2“ - ის ჰიდროელექტროსადგურებს კომპანია „ფერი“ ააშენებს, რომელიც ჯამურად 40 მლნ აშშ დოლარზე მეტი ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს. შედეგად, ორივე ჰესი ჯამურად 160 მლნ კვტსთ - ი ელექტროენერგიის გამომუშავებას შეძლებს. ამასთან, „ხადორი 3“ მცირე ჰესია და მისი დადგმული სიმძლავრე 5,4 მგვტ-ია, ხოლო „სამყურისწყალი 2“ - ის დადგმული სიმძლავრეა 27 მგვტ. მათი გავლენა გარემოზე მინიმალურია.

პანკისის ხეობაში „ხადორი 3“ - ის ჰესი 12 თვეში, ხოლო „სამყურისწყალი 2“ -ი 30 თვეში დასრულდება.

ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

საკვანძო სიტყვები:

პოლიციამ მარნეულში არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

16 მარტი, 2026 , 11:15

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ჩადენილი ძალადობის ბრალდებით 2005 წელს დაბადებულ

ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში გეოლოგების სამი ჯგუფი ადგილზე იმყოფება, რათა ოპერატიულად იქნას შეფასებული არსებული მდგომარეობა - გარემოს ეროვნული სააგენტო

12 მარტი, 2026 , 10:36

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს, 12 მარტს, გამთენიისას, ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში ადგილი ჰქონდა მეწყრული პროცესები ჩასახვა-გააქტიურებას. უწყების ცნობით, წინასწარი ინფორმა

ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი-მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია

12 მარტი, 2026 , 10:10

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი. მათივე ცნობით, სტიქიის ადგილზე მობილიზებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფების წარმომა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თევზის შესაბოლ არალეგალურ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა

10 მარტი, 2026 , 14:07

სურსათის ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის დეპარტამენტმა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ფოთში თევზის შესაბოლი არალეგალური საწარმო გამოავლინა. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მცირე მეწარმე ლ.ე. საქმი

ყაჩაღობის ფაქტზე ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივი დაკავებულია - პროკურატურა

9 მარტი, 2026 , 16:47

საქართველოს პროკურატურა ყაჩაღობის ფაქტზე შსს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივის დაკავების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. საგამოძიებო უწყების ცნ

აჭარის მთავრობა ხანძრითა და სტიქიით დაზარალებულ 256 ოჯახს დაეხმარება

6 მარტი, 2026 , 11:26

აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან სტიქიითა და ხანძრით დაზარალებული 256 ოჯახის საცხოვრებელი სახლების აღდგენა-რეაბილიტაციისთვის სამ მილიონ ლარზე მეტი გამოიყოფა. დაზარალებული ოჯახების დახმარების საკითხი აჭარის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი