ეკონომიკა
ჩვენ ვაწარმოებთ უფილტრო სიგარეტს და ვიხდით უფილტრო სიგარეტის აქციზს, - რაში გამოიხატება აქ კანონის დარღვევა? - ლევან აღდგომელაშვილი
ჩვენ ვაწარმოებთ უფილტრო სიგარეტს, ვყიდით უფილტრო სიგარეტად და ვიხდით უფილტრო სიგარეტის აქციზის გადასახადს, - რაში გამოიხატება აქ კანონის დარღვევა ან კანონის რა ხარვეზზეა საუბარი, გაუგებარია. - ასე გამოეხმაურა ,,ომეგა ჯგუფი - თამბაქოს“ გენერალური მენეჯერი, ლევან აღდგომელაშვილი „რუსთავი 2“-ის ეთერში გასულ სიუჟეტს, სადაც საუბარი იყო იმაზე, რომ ადგილობრივი თამბაქოს მწარმოებლები გარკვეულები ხრიკებით თავს არიდებენ გადასახადებს და ბიუჯეტს 50 მილიონით აზარალებენ.
როგორც ტელეკომპანია ,,იბერიას“ გადაცემაში ,,ცენზურის გარეშე“ სტუმრობისას აღდგომელაშვილმა განაცხადა, მისთვის გაუგებარია, რის საფუძველზე დაადგინეს ექსპერტებმა 50 მილიონიანი ზარალის ოდენობა.
ამასთან, ,,ომეგა ჯგუფი - თამბაქოს“ გენერალური მენეჯერი, „რუსთავი 2“-დან მათ არავინ დაკავშირებია, რათა მათი პოზიციაც მოესმინათ და საკითხზე განმარტება ეთხოვათ.
,,ვუყურეთ ამ სიუჟეტს, რომელიც „რუსთავი 2“-ის ეთერში გავიდა და იქ ექსპერტები საუბრობდნენ 50 მილიონზე. აბსოლუტურად დაუსაბუთებელი რიცხვია, საიდან წამოვიდა ეს 50 მილიონი, მათ არ უთქვამთ, არ დაუსაბუთებიათ, არ ყოფილა არანაირი არგუმენტაცია, რომ ეს იყო ნამდვილად 50 მილიონი.
რა ხარვეზზე არის საუბარი? უფილტრო სიგარეტი იწარმოებოდა წლების განმავლობაში საქართველოში და იწარმოება დღესაც. უფილტრო სიგარეტი მარტო საქართველოში ხომ არ იწარმოება? უფილტრო სიგარეტი ძალიან ბევრ ქვეყანაში, მათ შორის მსოფლიოს წამყვან ქვეყნებშიც იწარმოება და იყიდება როგორც უფილტრო სიგარეტი. ეს არ არის რაღაც ახალი და გამოგონილი.
თქვენ იცით თუ არა, რომ ყველა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში იყიდება ცარიელი სიგარეტის ღერები ფილტრიანი. მომხმარებელი ცალკე ამას ყიდულობს და შემდეგ ცალკე ყიდულობს თამბაქოსაც და აქცევს უკვე ფილტრიან სიგარეტად და ეწევა ფილტრიან სიგარეტად. დაინტერესდა სიუჟეტის ავტორი ან რომელიმე ექსპერტი, როგორ იბეგრება ეს? აქციზს ის არ იხდის, იმიტომ, რომ ის არ ყიდის სრულ სიგარეტს, ის ყიდის ცარიელს ღერს სიგარეტისას და ცალკე იყიდება თამბაქო.
უფილტრო სიგარეტი კანონით ნებადართული მარტო საქართველოში კი არა, ყველგან არის. გამოდის, რომ თურმე ჩვენ ამის გამო რაღაც ხრიკს ვიყენებთ, რომ ბიუჯეტი ვაზარალოთ.
მე ძალიან მინდა იმედი ვიქონია, რომ სიუჟეტი ტენდენციური იყო იმის გამო, „რუსთავი 2“-ის ინფორმაციის წყარო იყო თავად ტენდენციური. ვის ინტერესში შედის, ამაზე ჩემი მოსაზრება მაქვს. კარგი იქნებოდა, რომ ადგილობრივი წარმოებიდან რომელიმეს დაგვკავშირებოდნენ და შეკითხვა დაესვათ“, - განაცხადა ლევან აღდგომელაშვილმა.
საკვანძო სიტყვები:
იანვარში საქართველოს ეკონომიკა 7.9 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი
27 თებერვალი, 2026 , 12:06
იანვარში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 24.2 პროცენტით შემცირდა -საქსტატი
13 თებერვალი, 2026 , 12:30
2025 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 10.1 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი
20 იანვარი, 2026 , 13:41
„იგლ ჰილსის“ პროექტის სამშენებლო ეტაპზე 30 000 სამუშაო ადგილი შეიქმნება, სახელმწიფო ბიუჯეტში შესაძლებელი იქნება 4 მილიარდ დოლარამდე ეკვივალენტის საგადასახადო შემოსავლების მობილიზება - მოჰამედ ალაბარი
14 იანვარი, 2026 , 08:54
ნოემბერში საქართველოს ეკონომიკა 7.2 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი
31 დეკემბერი, 2025 , 12:27
ირაკლი კობახიძე „იგლ ჰილსზე“ - მინიმუმ 11 მლრდ ლარით გაზრდის ჩვენს ეკონომიკას ეს ერთი კონკრეტული ინვესტიცია, რაც შეეხება ბიუჯეტს, საშუალოდ, მომდევნო 10 წლის განმავლობაში, მინიმუმ 700 მილიონი ლარი დაემატება საქართველოს ბიუჯეტს
29 დეკემბერი, 2025 , 10:09


