რეგიონები
ჭუბერში მდინარე ნენსკრაში წყლის დონემ დაახლოებით 30 სანტიმეტრამდე დაიწია - გარემოს ეროვნული სააგენტო
ჭუბერში მდინარე ნენსკრაში წყლის დონემ დაახლოებით 30 სანტიმეტრამდე დაიწია, – ამის შესახებ ნათქვამია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სააგენტოს ცნობით, გეოლოგები და ჰიდროლოგები ამ დრომდე სტიქიის ზონაში რჩებიან და მონიტორინგს აგრძელებენ.
„სპეციალისტების განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ მთელი ღამის განმავლობაში ნენსკრას ხეობაში ადგილი ჰქონდა უხვი ნალექის მოსვლას სააგენტოს სპეციალისტებმა მდინარის სხვადასხვა წერტილზე გაზომვებიგანახორციელეს და მონიტორინგის შედეგებზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას, რომ მდინარის დონე დაწეულია დაახლოებით 30-სმ მდე.
სააგენტოს სპეციალისტები სტიქიის ზონაში ადგილზე აგრძელებენ მონიტორინგს.
ამასთან, სინოპტიკოსების ინფორმაციით მესტია-ჭუბერის ტერიტორიაზე 7 ივლისს მოსალოდნელია საშუალო ინტენსივობის ნალექი, ხოლო შემდგომი ორი დღის განმავლობაში ნალექების ინტენსივობა მნიშვნელოვნად შესუსტდება“, – აღნიშნულია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს სააგენტოს ინფორმაციაში.
საკვანძო სიტყვები:
პოლიციამ მარნეულში არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
16 მარტი, 2026 , 11:15
ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში გეოლოგების სამი ჯგუფი ადგილზე იმყოფება, რათა ოპერატიულად იქნას შეფასებული არსებული მდგომარეობა - გარემოს ეროვნული სააგენტო
12 მარტი, 2026 , 10:36
ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი-მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია
12 მარტი, 2026 , 10:10
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თევზის შესაბოლ არალეგალურ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა
10 მარტი, 2026 , 14:07
ყაჩაღობის ფაქტზე ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივი დაკავებულია - პროკურატურა
9 მარტი, 2026 , 16:47
აჭარის მთავრობა ხანძრითა და სტიქიით დაზარალებულ 256 ოჯახს დაეხმარება
6 მარტი, 2026 , 11:26


