რეგიონები
ჩოხატაურში სოფლები დაიმეწყრა
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, სოფლების ნაკადული-კოხნარის გზა დაიმეწყრა. მეწყერი ჩამოწვა ასევე, სოფელ სურევის გზაზეც. სოფელ ამაღლებაში დატბორილია საყანე ნაკვეთები და დაზიანებულია რამდენიმე სახლის სახურავი.
გურიის გუბერნატორის, გია სალუქვაძის ინფორმაციით, წვიმის გამო გაწმენდითი და აღდგენითი სამუშაოები ჯერ ვერ იწყება.
"ლანჩხუთში რამდენიმე სოფელში, მათ შორის შუხუთში, სუფსაში, ღრმაღელეში და ვიბზიანში ძირითადად, დატბორილი და განადგურებულია საყანე ნაკვეთები. სოფლებში წყალმა შიდა გზები და ხიდები დააზიანა. სოფელ ნიგვზიანში 7-კილომეტრიანი შიდა სასოფლო გზა მთლიანად დაზიანებულია. სოფელ ჯურუყვეთში წყალი ადმინისტრაციულ შენობაში შევარდა. ჩიბათში კი, ნაპირსამაგრი და ხიდი წაიღო. ინტენსიურად წვიმს ახლაც, ამიტომ გაწმენდითი და აღდგენითი სამუშაოები ჯერ ვერ იწყება. სპეციალური კომისია ისევ აგრძელებს სტიქიის ზონაში მუშაობას და ვითარების შესწავლას", - განაცხადა გუა სალუქვაძემ.
ნინო ექვთიმიშვილი
პოლიციამ მარნეულში არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
16 მარტი, 2026 , 11:15
ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში გეოლოგების სამი ჯგუფი ადგილზე იმყოფება, რათა ოპერატიულად იქნას შეფასებული არსებული მდგომარეობა - გარემოს ეროვნული სააგენტო
12 მარტი, 2026 , 10:36
ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი-მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია
12 მარტი, 2026 , 10:10
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თევზის შესაბოლ არალეგალურ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა
10 მარტი, 2026 , 14:07
ყაჩაღობის ფაქტზე ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივი დაკავებულია - პროკურატურა
9 მარტი, 2026 , 16:47
აჭარის მთავრობა ხანძრითა და სტიქიით დაზარალებულ 256 ოჯახს დაეხმარება
6 მარტი, 2026 , 11:26


