რეგიონები
ჩხოროწყუში მოქალაქეების გადარჩენის ოპერაცია წარმატებით დასრულდა
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაბუმეში მდინარე ხობში ჩარჩენილი 2 ადგილობრივის გადარჩენის სამაშველო ოპერაცია წარმატებით დასრულდა.
სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციის ცნობით, ადიდებულ მდინარეში პატარა კუნძულზე დარჩენილი 2 მოქალაქის გადარჩენა ვეტმფრენების საშუალებით გახდა შესაძლებელი. მდინარეში წყლის მატების და დინების გაძლლიერების გამო მაშველები შესვლას ვერ ახრეხებდნენ, რის გამოც ვეტმფრენის გამოძახება გახდა საჭირო.
"საფრთხე რეალურად ძალიან დიდი, იყო, ყოველ წუთს მნიშვნელობა ჰქონდა, თუმცა დროული და კოორდინირებული რეაგირებით ჩვენ შევძელით ამ ორი ადამიანის გადარჩენა, მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს, საგანგებო სიტაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლებს, თითოეულ მაშველს და ადგილობრივ ხელისუფლებას" - განაცხადა სამეგრელო-ზემო სავნეთის გუბერნატორმა ლევან შონია.
ხაბუმეს მკვიდრი 2 მოქალაქე მდინარე ხობის ნაპირას შეშას აგროვებდა, წყალმა კი მატება უეცრად დაიწყო, რის შემდეგაც მათ გამოსვლა ვერ მოახერხეს და ამის შემდეგ სამაშველო სამსახურში დარეკეს.
საკვანძო სიტყვები:
პოლიციამ მარნეულში არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
16 მარტი, 2026 , 11:15
ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში გეოლოგების სამი ჯგუფი ადგილზე იმყოფება, რათა ოპერატიულად იქნას შეფასებული არსებული მდგომარეობა - გარემოს ეროვნული სააგენტო
12 მარტი, 2026 , 10:36
ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი-მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია
12 მარტი, 2026 , 10:10
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თევზის შესაბოლ არალეგალურ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა
10 მარტი, 2026 , 14:07
ყაჩაღობის ფაქტზე ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივი დაკავებულია - პროკურატურა
9 მარტი, 2026 , 16:47
აჭარის მთავრობა ხანძრითა და სტიქიით დაზარალებულ 256 ოჯახს დაეხმარება
6 მარტი, 2026 , 11:26


