რეგიონები
ჭიათურის მოსახლეობა კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ წინააღმდეგ აქციას მართავს
ჭიათურის სოფლების - ითხვისის, საფარისა და ავარიონის მოსახლეობა კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ წინააღმდეგ აქციას მართავს.
აქციის მონაწილეები 6-კილომეტრიანი გზის საფარის დაგებას ითხოვენ, რომელიც მათი თქმით, კომპანიის ავტომანქანებმა დააზიანა. ისინი უვკე მერვე დღეა მაღალი გამავლობის მანქანებს არ ატარებენ.
„დაახლოებით 10 წელია ვითხოვთ გზის საფარის დაგებას და ყურადღებას არავინ გვაქცევს. იმ შემთხვევაში, თუ ჩვენი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, აქციას არ შევწყვეტთ“, – აცხადებს აქციის მონაწილე ირაკლი კაპანაძე.
ჭიათურის მერი აქციის მონაწილეებს შეხვდა და განაცხადა რომ გზის 500-მეტრიანი მონაკვეთის სამუშაოების შესასრულებლად ტენდერი უკვე გამოცხადდა, რისთვისაც დაახლოებით 200 ათასი ლარი გამოიყო. მისივე თქმით, გზის დანარჩენი საფარი ეტაპობრივ დაიგება.
ცირა გურგენიძე
საკვანძო სიტყვები:
პოლიციამ მარნეულში არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
16 მარტი, 2026 , 11:15
ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში გეოლოგების სამი ჯგუფი ადგილზე იმყოფება, რათა ოპერატიულად იქნას შეფასებული არსებული მდგომარეობა - გარემოს ეროვნული სააგენტო
12 მარტი, 2026 , 10:36
ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი-მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია
12 მარტი, 2026 , 10:10
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თევზის შესაბოლ არალეგალურ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა
10 მარტი, 2026 , 14:07
ყაჩაღობის ფაქტზე ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივი დაკავებულია - პროკურატურა
9 მარტი, 2026 , 16:47
აჭარის მთავრობა ხანძრითა და სტიქიით დაზარალებულ 256 ოჯახს დაეხმარება
6 მარტი, 2026 , 11:26


