უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

30 ოქტომბერი, 2017 15:10
font-size

ჩემი დაპირებები არასდროს დარჩენილა დაპირებებად და არც მომავალში ვაპირებ, რომელიმე ოზურგეთელთან სიტყვა გავტეხო - ბეგლარ სიორიძე

თვითმმართველობა საყრდენი და საიმედო უნდა იყოს თითოეული მოქალაქისთვის, - ამის შესახებ ოზურგეთის მერობის კანდიდატმა ბეგლარ სიორიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. სიორიძემ მადლობა გადაუხადა ოზურგეთის მოსახლეობას და აღნიშნა, რომ მისი მთავარი ამოცანაა, გამარჯვების შემთხვევაში ქალაქისა და სოფლების კეთილმოწყობა და ეკონომიკური აღმავლობა და დასაქმება.

,,როგორც იცით, ჩვენთან ოზურგეთში იმართება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური. დიდი მადლობა უკლებლივ ყველა ოზურგეთელს, ვინც არჩევნებზე მოვიდა და მოქალაქეობრივი ვალი პირნათლად მოიხადა. ასევე, განსაკუთრებული მადლობა იმ ამომრჩეველებს, ვინც მე დამიჭირა მხარი და ნდობა გამომიცხადა.

მე ჩემს გუნდთან ერთად არჩევნების პირველი ტურის მსგავსად მეორე ტურშიც ჩვეული შემართებით და, რაც მთავარია, ღირსეული წესებით გავაგრძელებთ ბრძოლას და დამაჯერებელ გამარჯვებას მივაღწევთ.

ჩვენ აუცილებლად განვახორციელებთ ყველა იმ გეგმას, რომელიც ჩვენი მუნიციპალიტეტის განვითარებისკენ არის მიმართული. შემუშავებული გვაქვს არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი ჩვენი ქალაქისა და სოფლების ინფრასტრუქტურის განვითარების, სოციალური პირობების გაუმჯობესების, დასაქმებისა თუ სხვა აქტუალური სფეროების მიმართულებით და თითოეული ამ ნაბიჯის გადადგმისთვის ჩვენ გვაქვს ცენტრალური ხელისუფლების დიდი მხარდაჭერა. რასაც მოკლებულია ყველა არასახელისუფლებო კანდიდატი. ჩემი დაპირებები არასდროს დარჩენილა დაპირებებად და არც მომავალში ვაპირებ, რომელიმე ოზურგეთელთან სიტყვა გავტეხო.

უკვე მოძველდა და სიახლეს აღარ წარმოადგენს ჩემი ოპონენტების მხრიდან მრავალი უსაფუძვლო ბრალდება, ჭორი და ცილისწამება. ამიტომ აღარ ვაპირებ განმარტება გავაკეთო რომელიმე მათგანზე. თუ ვინმე თვლის, რომ დასაბუთებული ბრალდება აქვს, შეუძლია მიმართოს შესაბამის უწყებებს, ჩვენ კი გავაგრძელებთ მოქალაქეებზე ზრუნვას, რაც ჩვენი უპირველესი პასუხისმგებლობაა.

ჩვენი ქალაქი უნდა გახდეს კეთილმოწყობილი და განვითარებული. ჩვენი სოფლები უნდა გაძლიერდეს და ეკონომიკურად წელში გაიმართოს. ადამიანები უნდა დასაქმდნენ და საერთო ჯამში, ოზურგეთს უნდა ჰქონდეს ძლიერი თვითმმართველობა. თვითმმართველობა საყრდენი და საიმედო უნდა იყოს თითოეული მოქალაქისთვის. ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ და ჩვენი მუნიციპალიტეტის კეთილდღეობისთვის შრომას ყველანი ერთად ჩვენს ოზურგეთელებთან ერთად გავაგრძელებთ“, - განაცხადა ბეგლარ სიორიძემ.

შეგახსენებთ, რომ ქალაქ ოზურგეთში მეორე ტური გაიმართება ,,ქართული ოცნების“ კანდიდატ ბეგლარ სიორიძესა და დამოუკიდებელ კანდიდატ შარაშენიძეს შორის.

პოლიციამ მარნეულში არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

16 მარტი, 2026 , 11:15

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ჩადენილი ძალადობის ბრალდებით 2005 წელს დაბადებულ

ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში გეოლოგების სამი ჯგუფი ადგილზე იმყოფება, რათა ოპერატიულად იქნას შეფასებული არსებული მდგომარეობა - გარემოს ეროვნული სააგენტო

12 მარტი, 2026 , 10:36

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს, 12 მარტს, გამთენიისას, ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში ადგილი ჰქონდა მეწყრული პროცესები ჩასახვა-გააქტიურებას. უწყების ცნობით, წინასწარი ინფორმა

ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი-მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია

12 მარტი, 2026 , 10:10

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი. მათივე ცნობით, სტიქიის ადგილზე მობილიზებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფების წარმომა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თევზის შესაბოლ არალეგალურ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა

10 მარტი, 2026 , 14:07

სურსათის ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის დეპარტამენტმა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ფოთში თევზის შესაბოლი არალეგალური საწარმო გამოავლინა. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მცირე მეწარმე ლ.ე. საქმი

ყაჩაღობის ფაქტზე ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივი დაკავებულია - პროკურატურა

9 მარტი, 2026 , 16:47

საქართველოს პროკურატურა ყაჩაღობის ფაქტზე შსს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივის დაკავების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. საგამოძიებო უწყების ცნ

აჭარის მთავრობა ხანძრითა და სტიქიით დაზარალებულ 256 ოჯახს დაეხმარება

6 მარტი, 2026 , 11:26

აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან სტიქიითა და ხანძრით დაზარალებული 256 ოჯახის საცხოვრებელი სახლების აღდგენა-რეაბილიტაციისთვის სამ მილიონ ლარზე მეტი გამოიყოფა. დაზარალებული ოჯახების დახმარების საკითხი აჭარის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი