ეკონომიკა
„British American Tobacco“ მორიგ სკანდალში გაეხვა
კომპანია „British American Tobacco“ მორიგ სკანდალში გაეხვა. მექრთამეობის ბრადლებით კომპანიის წინააღმდეგ ოფიციალური გამოძიება დაიწყო. საქმეს ბრიტანული უწყება - თაღლითობის სერიზოულ შემთხვევებთან ბრძოლის სამმართველო იძიებს.
კომპანია „British American Tobacco“ მსგავსი ბრალდებებით ჯერ კიდევ 2015 წელს ბიბისი-ს გადაცემაში - ,,პანორამა“ წაუყენეს.
როგორც კომპანიის თანამშრომელმა პოლ ჰოპკინსმა ტელეკომპანიას განუცხადა, ისინი აღმოსავლეთ აფრიკაში პოლიტიკოსებს, საჯარო მოხელეებსა და კონკურენტი კომპანიების თანამშრომლებს ქრთამს აძლევდნენ და ეს აფრიკაში ბიზნესის კეთების საფასური ეგონათ.
კომპანია ირწმუნება, რომ ამ ბრალდებებს დამოუკიდებელი იურისტების დახმარებით იძიებდა და მზად არის, ოფიციალური გამოძიების პირობებშიც, ითანამშრომლოს ბრიტანულ უწყებასთან.
აღსანიშნავია, რომ საქმის ოფიციალური მოკვლევის დაწყების შემდეგ, „British American Tobacco“ სიგარეტის ბრენდების, მათ შორის ,,პალმალის“ აქციების წილიც მნიშვნელოვნად დაეცა.
საკვანძო სიტყვები:
იანვარში საქართველოს ეკონომიკა 7.9 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი
27 თებერვალი, 2026 , 12:06
იანვარში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 24.2 პროცენტით შემცირდა -საქსტატი
13 თებერვალი, 2026 , 12:30
2025 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 10.1 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი
20 იანვარი, 2026 , 13:41
„იგლ ჰილსის“ პროექტის სამშენებლო ეტაპზე 30 000 სამუშაო ადგილი შეიქმნება, სახელმწიფო ბიუჯეტში შესაძლებელი იქნება 4 მილიარდ დოლარამდე ეკვივალენტის საგადასახადო შემოსავლების მობილიზება - მოჰამედ ალაბარი
14 იანვარი, 2026 , 08:54
ნოემბერში საქართველოს ეკონომიკა 7.2 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი
31 დეკემბერი, 2025 , 12:27
ირაკლი კობახიძე „იგლ ჰილსზე“ - მინიმუმ 11 მლრდ ლარით გაზრდის ჩვენს ეკონომიკას ეს ერთი კონკრეტული ინვესტიცია, რაც შეეხება ბიუჯეტს, საშუალოდ, მომდევნო 10 წლის განმავლობაში, მინიმუმ 700 მილიონი ლარი დაემატება საქართველოს ბიუჯეტს
29 დეკემბერი, 2025 , 10:09


