რეგიონები
ბორჯომის სოფელ საკირეს ტყეში ხანძრის ლოკალიზება ამ დრომდე ვერ ხერხდება
ბორჯომის მუნიციპალიტეტში, სოფელ საკირეს ტყეში ხანძრის ლოკალიზება ამ დრომდე ვერ ხერხდება. ცეცხლი დაახლოებით 5-6 ათას კვადრატულ მეტრზეა გავრცელებული.
ცეცხლი გუშინ საღამოს გაჩნდა, მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
განადგურებულია დაახლოებით ნახევარ ჰექტარამდე ტყის ფართობი. მთელი ღამის განმავლობაში მობილიზებული იყო სახანძრო სამაშველო ჯგუფები, ხანძრის ლოკალიზებას 30 მეხანძრე-მაშველი ცდილობდა.
სალიკვიდაციო სამუშაოში გვიან ღამით თბილისიდან ჩასული მეხანძრე-მაშველებიც ჩაერთნენ. ხანძარი სოფლიდან შვიდი კილომეტრის დაშორებით გაჩნდა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძრის გავრცელების საშიშროება არ არსებობს.
ნინო ექვთიმიშვილი
პოლიციამ მარნეულში არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
16 მარტი, 2026 , 11:15
ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში გეოლოგების სამი ჯგუფი ადგილზე იმყოფება, რათა ოპერატიულად იქნას შეფასებული არსებული მდგომარეობა - გარემოს ეროვნული სააგენტო
12 მარტი, 2026 , 10:36
ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი-მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია
12 მარტი, 2026 , 10:10
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თევზის შესაბოლ არალეგალურ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა
10 მარტი, 2026 , 14:07
ყაჩაღობის ფაქტზე ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივი დაკავებულია - პროკურატურა
9 მარტი, 2026 , 16:47
აჭარის მთავრობა ხანძრითა და სტიქიით დაზარალებულ 256 ოჯახს დაეხმარება
6 მარტი, 2026 , 11:26


