რეგიონები
ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობას გიორგი გოგიჩაიშვილი ასრულებს
ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობას გიორგი გოგიჩაიშვილი ასრულებს.
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, რომელიც „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენელია, ამ თანამდებობაზე ახალი თავმჯდომარის არჩევამდე იქნება.
გავრცელებული ინფორმაციით, ვაკანტურ ადგილზე ასევე მისი კანდიდატურა განიხილება.
ბორჯომში საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობიდან ზაზა ჩაჩანიძე გუშინ გადააყენეს. ჩაჩანიძის გადაყენებას ფარულ კენჭისყრაზე ხმა 19-მა დეპუტატმა მისცა, ხოლო ორი წინააღმდეგი აღმოჩნდა. სხდომას სულ 21 დეპუტატი ესწრებოდა.
21 მარტს საკრებულოს აპარატში დარეგისტრირდა განცხადება, რომლითაც საკრებულოს 15 დეპუტატი ზაზა ჩაჩანიძის გადადგომას ითხოვდა. აქედან 13 „ქართული ოცნების“, ხოლო ორი „პატრიოტთა ალიანსის“ წევრია. თავმჯდომარის იმპიჩმენტისთვის საკრებულოს დეპუტატების სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი იყო საჭირო.
საკვანძო სიტყვები:
პოლიციამ მარნეულში არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
16 მარტი, 2026 , 11:15
ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში გეოლოგების სამი ჯგუფი ადგილზე იმყოფება, რათა ოპერატიულად იქნას შეფასებული არსებული მდგომარეობა - გარემოს ეროვნული სააგენტო
12 მარტი, 2026 , 10:36
ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი-მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია
12 მარტი, 2026 , 10:10
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თევზის შესაბოლ არალეგალურ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა
10 მარტი, 2026 , 14:07
ყაჩაღობის ფაქტზე ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივი დაკავებულია - პროკურატურა
9 მარტი, 2026 , 16:47
აჭარის მთავრობა ხანძრითა და სტიქიით დაზარალებულ 256 ოჯახს დაეხმარება
6 მარტი, 2026 , 11:26


