რეგიონები
ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარე ხელფასებთან დაკავშირებულ პრობლემებს ბორჯომის მერს უკავშირებს
ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარე ზაზა ჩაჩანიძე ბორჯომის მერის ლევან ლიპარტიას განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მერს თანამშრომლებისთვის იანვრის ხელფასის გაცემა უპრობლემოდ შეეძლო.
ჩაჩანიძე ხელფასებთან დაკავშირებით შექმნილ პრობლემას ბორჯომის მერს უკავშირებს, რადგან, მისი თქმით, აღმასრულებელ გადაწყვეტილებას სწორედ ის იღებს.
იმ შემთხევაში, თუ მერია სახელფასო მატების მოთხოვნას უცვლელი ფორმით წარადგენს, ოპოზიციური ფრაქციები მის მხარდაჭერას ისევ არ გეგმავენ.
ჩაჩანიძის თქმით, ხელფასების ზომიერად მომატების წინააღმდეგი არც ყოფილან და არც ახლა არიან.
„მე მინდა მთელ საქართველოსა და ჩემს ბორჯომელებს ვუხსნა, რომ დღეს მერი იტყუებოდა და მინდა ლევან ლიპარტიას შევახსენო, რომ იანვრის ხელფასები, მოუმატებელი საკრებულოში ჩაირიცხა მისი ხელმოწერით და ძალიან გული მწყდება, რომ არც საფინანსო და არც იურიდიული სამსახური ეუბნება მერს, რომ ის იტყუება. რატომ არ შეუძლია ჩაურიცხოს მერიის თანამშრომლებს ხელფასები? კარგად გაარკვიოს. მოაწეროს ხელი და ხვალვე დაუჯდებათ ხელფასი. ჩვენ გავუგზავნეთ ჩვენი ვერსია, ხელფასების მატების წინააღმდეგი არც ვყოფილვართ და არც ახლა ვართ, ზომიერად მოიმატონ“, – განაცხადა ზაზა ჩაჩანიძემ.
ცირა გურგენიძე
საკვანძო სიტყვები:
პოლიციამ მარნეულში არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
16 მარტი, 2026 , 11:15
ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში გეოლოგების სამი ჯგუფი ადგილზე იმყოფება, რათა ოპერატიულად იქნას შეფასებული არსებული მდგომარეობა - გარემოს ეროვნული სააგენტო
12 მარტი, 2026 , 10:36
ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი-მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია
12 მარტი, 2026 , 10:10
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თევზის შესაბოლ არალეგალურ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა
10 მარტი, 2026 , 14:07
ყაჩაღობის ფაქტზე ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივი დაკავებულია - პროკურატურა
9 მარტი, 2026 , 16:47
აჭარის მთავრობა ხანძრითა და სტიქიით დაზარალებულ 256 ოჯახს დაეხმარება
6 მარტი, 2026 , 11:26


