რეგიონები
ბორჯომის მერიასა და საკრებულოში ხელფასი გაზარდეს
ბორჯომის საკრებულოსა და მერიაში ახალი თავმჯდომარის არჩევის შემდგომ ხელფასები გაზარდეს.
გადაწყვეტილება საკრებულომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო.
ბორჯომის საკრებულოს ახლად არჩეული თავმჯდომარის გიორგი გოგიჩაიშვილის განმარტებით, ხელფასები მოემატათ საკრებულოს და მერიის რიგით თანამშრომლებს და სამსახურის ხელმძღვანელებს. ბორჯომის მერის და საკრებულოს თავმჯდომარის ხელფასები კი, უცვლელი დარჩა.
ცვლილებების შედეგად, სამსახურების ხელმძღვანელების ხელფასები მესამედით გაიზარდა და 1550 ლარის ნაცვლად 2000 გახდა.
როგორც გოგიჩაიშვილი აცხადებს, საკრებულოსა და მერიაში ხელფასები საშუალოდ 300 ლარით გაიზარდა.
ბორჯომის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე აირჩიეს ახალი თავმჯდომარე, პატრიოტთა ალიანსის წარმომადგენელი გიორგი გოგიჩიაშვილი. მან თანაპარტიელი ზაზა ჩაჩანიძე შეცვალა, რომელიც ეწინააღმდეგებოდა ხელფასების გაზრდას. ეს უკანასკნელი საკრებულოში ხმათა უმრავლესობით გადააყენეს თანამდებობიდან.
პოლიციამ მარნეულში არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
16 მარტი, 2026 , 11:15
ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში გეოლოგების სამი ჯგუფი ადგილზე იმყოფება, რათა ოპერატიულად იქნას შეფასებული არსებული მდგომარეობა - გარემოს ეროვნული სააგენტო
12 მარტი, 2026 , 10:36
ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი-მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია
12 მარტი, 2026 , 10:10
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თევზის შესაბოლ არალეგალურ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა
10 მარტი, 2026 , 14:07
ყაჩაღობის ფაქტზე ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივი დაკავებულია - პროკურატურა
9 მარტი, 2026 , 16:47
აჭარის მთავრობა ხანძრითა და სტიქიით დაზარალებულ 256 ოჯახს დაეხმარება
6 მარტი, 2026 , 11:26


