რეგიონები
ბორჯომის მერი საკრებულოს თავმჯდომარეს საბოტაჟში ადანაშაულებს
ბორჯომის მერი ლევან ლიპარტია საკრებულოს თავმჯდომარეს საბოტაჟში ადანაშაულებს. მისი თქმით, საკრებულოს თავმჯდომარეს არანაირი არგუმენტი არ ჰქონდა მერიის მიერ პარასკევს საგანგებო სხდომის დანიშვნაზე უარი ეთქვა.
აღნიშნულთან დაკავშირებით, ლევან ლიპარტიამ მერიის თანამშრომლებთან ერთად საგანგებო ბრიფინგი გამართა. ლიპარტია ამბობს, რომ ის საკუთარი ხელფასის მატებაზე უარს ამბობს, თუმცა მერიის თანამშრომლებისთვის ანაზღაურების მოთხოვნილი ფორმით მომატების მოთხოვნა არ შეიცვლება და ორშაბათს საკრებულოს დოკუმენტს ისევ აღნიშნული ფორმით გაუგზავნის.
„საკრებულოს თავმჯდომარისგან მივიღეთ დოკუმენტი, რომელიც დაგეგმილია პროვოკაციულად, საუბარია ჩემი სახელფასო სარგოს ზრდაზე და საუბარია, რომ სხვა თანამშრომლების ხელფასებში არანაირი ცვლილება არ მოხდეს და პირიქით, შემცირდეს. ეს არის ჩვენთვის სრულიად გაუგებარი. ეს არის, პირდაპირ შეიძლება ითქვას, საბოტაჟი, პროვოკაცია, სხვა არაფერი არ შეიძლება ამას დავარქვათ. ეს არის სირცხვილი, შეურაცხყოფა ჩვენი და მთელი საქართველოსი. მინდა მოვუწოდო თითოეულ მათგანს, საკრებულოს ვგულისხმობ, რომ გადადგან ერთადერთი სწორი ნაბიჯი, გონივრული გზა აირჩიონ და ამ ხალხის სახელფასო ცვლილებას დაუჭირონ მხარი“, – განაცხადა ლიპარტიამ.
ცირა გურგენიძე
საკვანძო სიტყვები:
პოლიციამ მარნეულში არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
16 მარტი, 2026 , 11:15
ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში გეოლოგების სამი ჯგუფი ადგილზე იმყოფება, რათა ოპერატიულად იქნას შეფასებული არსებული მდგომარეობა - გარემოს ეროვნული სააგენტო
12 მარტი, 2026 , 10:36
ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი-მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია
12 მარტი, 2026 , 10:10
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თევზის შესაბოლ არალეგალურ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა
10 მარტი, 2026 , 14:07
ყაჩაღობის ფაქტზე ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივი დაკავებულია - პროკურატურა
9 მარტი, 2026 , 16:47
აჭარის მთავრობა ხანძრითა და სტიქიით დაზარალებულ 256 ოჯახს დაეხმარება
6 მარტი, 2026 , 11:26


