მოზაიკა
ბიორკი უკვე თბილისშია - მის პირველ კონცერტამდე 3 დღე დარჩა
ლეგენდარული ისლანდიელი მუსიკოსი ბიორკი უკვე თბილისშია. არტისტი საქართველოს დედაქალაქში გამთენიისას ჩამოფრინდა.
შეგახსენებთ, ბიორკი თბილისში ორ კონცერტს გამართავს - 31 ოქტომბერს 21 საათზე თბილისის საკონცერტო დარბაზში და 3 ნოემბერს საღამოს 9 საათზე ოპერისა და ბალეტის თეატრში. ორივე კონცერტზე ისლანდიელი მუსიკოსი შეასრულებს კომპოზიციებს მისი 2015 წლის ალბომიდან „Vunicura“, რომლის აკუსტიკურ ვერსიას ორკესტრის სიმებიანი საკრავების თანხლებით წარუდგენს ქართველ მსმენელს.
კონცერტების ორგანიზატორებია თანამედროვე მუსიკისა და ვიზუალური ხელოვნების ფესტივალი SOU და სასტუმროების ქართული ბრენდი ROOMS HOTELS.
ოპერის თეატრში დაგეგმილ კონცერტზე ბილეთები სრულად და 25 ქვეყნის მასშტაბით გაყიდულია, ხოლო ფილარმონიის კონცერტზე დარჩენილია ბილეთების ნაწილი, რომელთა ფასიც 200-დან 590 ლარამდე მერყეობს.
ორგანიზატორების ინფორმაციით, საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ბიორკი ქვეყნის რეგიონებში: კახეთში, იმერეთში, სხვანეთში, გურიასა და მაღალმთიან აჭარაში მოგზაურობას აპირებს, რადგან მუსიკოსი დაინტერესებულია ქართული კულტურითა და მუსიკით.
საკვანძო სიტყვები:
ლეგენდარულმა “შაკატაკმა” თბილისში 2 კონცერტი გამართა
22 იანვარი, 2026 , 11:22
საქართველოში პირველად პროფესიონალ და მოყვარულ მოცეკვავეთა საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება
17 ოქტომბერი, 2025 , 16:52
ბალეტის სუპერვარსკვლავი ნატალია ოსიპოვა ქართველი მაყურებლის წინაშე წარდგა
17 ივნისი, 2025 , 10:50
თბილისში ამბის თხრობის ფესტივალი - ZEG გაიხსნა
13 ივნისი, 2025 , 13:56
საქართველოს სახელოვანი იტალიელი მსახიობი სიმონა კავალარი ეწვევა
30 მაისი, 2025 , 13:13
საქართველოს ლეგენდარული მოკრივე როი ჯონსი სტუმრობს
23 მაისი, 2025 , 16:36


