უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

10 ივნისი, 2017 17:50
font-size

ბევრი რამ კეთდება იმისთვის, რომ სვანეთის უნიკალურ რეგიონს დამატებითი სარგებელი მოვუტანოთ - გიორგი გახარია

უნიკალური დღეა, რადგან 10 ივნისია, სვანეთში ვხსნით ზაფხულის სეზონს და ამვდროულად, თეთნულდის სამთო-სათხილამურო კურორტზე მიმდინარეობს ბორის კახიანის სახელობის ტურნირი, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა სვანეთში ვიზიტისას, კურორტ თეთნულდზე ჟურნალისტებს განუცხადა.

გიორგი გახარია მესტიაში ზაფხულის ტურისტული სეზონის გახსნის ღონისძიებების დაწყებამდე კურორტ თეთნულდზე იმყოფებოდა, სადაც, ზაფხულის სეზონის მიუხედავად, სათხილამურო სპორტის მოყვარულები შეიკრიბნენ და ბორის კახიანის სახელობის ტურნირი ჩატარდა. გიორგი გახარიამ ტურნირში გამარჯვებულ გუნდს მედალი და საპატიო სიგელი გადასცა. ეკონომიკისა და მდგრადი განვიტარების მინისტრთან ერთად სვანეთში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი, სოზარ სუბარი, ეკონომიკის სამინისტროს მთის კურორტების განვითარების კომპანიისა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელები იმყოფებოდნენ.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ დღეს დაემთხვა ზამთრის სეზონის დახურვა და ასევე ზაფხულის სეზონის გახსნა. რესურსი, რომელსაც სახელმწიფო კონცენტრირებულად ხარჯავს ტურიზმის განვითარებაში, განსაკუთრებით სამთო ტურიზმის განვითარებისთვის სვანეთსა და კონკრეტულად მესტიაში, რა თქმა უნდა, გაგრძელდება. წელს დავიწყებთ და მომავალი სეზონისთვის დავამთავრებთ ჰაწვალის საბაგიროსაც, სადაც იქნება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ლოკაცია ტურიზმის განვითარებისთვის. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ასევე მუშაობა და მალე დასრულდება მესტიისა და ჰაწვალის სივრცითი მოწყობის გეგმა. ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ამ ლამაზ კუთხეს, ამ უნიკალურ რეგიონს მოვუტანოთ დამატებითი სარგებელი და დამატებითი ეკონომიკური ზრდა“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის, სოზარ სუბარის თქმით, სვანეთს აქვს უზარმაზარი პოტენციალი და მის კურორტებზე ბევრი მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებაა შესაძლებელი ყველანაირ გემოვნების ადამიანისთვის.

„შარშან მაისში ვიყავი თეთნულდზე და იყო თოვლი, მაგრამ 10 ივნისს რომ აქ სრიალი არის შესაძლებელი, ეს არის ფანტასტიური და წარმოუდგენელი“ - აღნიშნა სოზარ სუბარმა.

საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, სვანეთში, კურორტების განვითარების პარალელურად, ვიზიტორთა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. 2016-2017 წლების სამთო-სათხილამურო სეზონზე თეთნულდზე ტურისტების რაოდენობამ 8948-ს, ხოლო ჰაწვალზე 7 321 ადამიანს მიაღწია.

„დღეს არის 10 ივნისი და ჩვენ თეთნულდზე თხილამურებით ვსრიალებთ. მთელს მსოფლიოს გვსურს გავაგებინოთ, რომ საქართველოში ზაფხულშიც შეიძლება სრიალი. ამ კურორტს აქვს უდიდესი პოტენციალი და ვფიქრობთ, რომ თეთნულდი რამდენიმე წელიწადში იქნება საუკეთესო და მსოფლიო დონის კურორტი“ - აღნიშნა მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას ეკონომიკის სამინისტროს მთის კურორტების განვითარების კომპანიის ხელმძღვანელმა ალექსანდრე ონოფრიშვილმა.

მისივე განცხადებით, სვანეთის კურორტებზე კიდევ არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, რომლებიც ხელს შეუწყობს კერძო მესაკუთრეთა შესაძლებლობების გაფართოვებას, ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას და დამსვენებელთა პირობების სრულყოფას.

„დღეს სიმბოლურად ზაფხულის ტურისტული სეზონი იხსნება სვანეთში, თუმცა, ამავდროულად, ჯერ ზამთრის სეზონიც არ დასრულებულა. ეს იმის დასტურია, რომ ჩვენს ქვეყანას გააჩნია უდიდესი ტურისტული პოტენციალი, როდესაც ზაფხულისა და ზამთრის ტურიზმი ერთდროულად შეიძლება განვითარდეს. 2017 წელი იქნება ახალი რეკორდების წელიწადი, რადგან ამ წლის პირველი ხუთი თვის მონაცემებით, ჩვენ უკვე ტურისტების 25 პროცენტიანი ზრდა გვაქვს, ასე რომ ძალიან წარმატებულ ზაფხულის სეზონს და ზოგადად, 2017 წლის წარმატებით დასრულებას ველოდებით“ - განაცხადა ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ.

თეთნულდზე ტურნირის დასრულების შემდეგ გიორგი გახარია ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნული დმინისტრაციის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებს დაესწრო, რომლითაც სიმბოლურად სვანეთში ზაფხულის ტურისტული სეზონი გაიხსნა. პროექტის ფარგლებში მესტიაში სხვადასხვა აქტივობები გაიმართა, რომლებიც ადგილობრივი სამზარეულოს, ადგილობრივი ფოლკლორისა და ხელოვნების პოპულარიზაციას მიეძღვნა.

პოლიციამ მარნეულში არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

16 მარტი, 2026 , 11:15

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ჩადენილი ძალადობის ბრალდებით 2005 წელს დაბადებულ

ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში გეოლოგების სამი ჯგუფი ადგილზე იმყოფება, რათა ოპერატიულად იქნას შეფასებული არსებული მდგომარეობა - გარემოს ეროვნული სააგენტო

12 მარტი, 2026 , 10:36

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს, 12 მარტს, გამთენიისას, ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში ადგილი ჰქონდა მეწყრული პროცესები ჩასახვა-გააქტიურებას. უწყების ცნობით, წინასწარი ინფორმა

ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი-მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია

12 მარტი, 2026 , 10:10

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი. მათივე ცნობით, სტიქიის ადგილზე მობილიზებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფების წარმომა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თევზის შესაბოლ არალეგალურ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა

10 მარტი, 2026 , 14:07

სურსათის ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის დეპარტამენტმა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ფოთში თევზის შესაბოლი არალეგალური საწარმო გამოავლინა. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მცირე მეწარმე ლ.ე. საქმი

ყაჩაღობის ფაქტზე ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივი დაკავებულია - პროკურატურა

9 მარტი, 2026 , 16:47

საქართველოს პროკურატურა ყაჩაღობის ფაქტზე შსს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივის დაკავების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. საგამოძიებო უწყების ცნ

აჭარის მთავრობა ხანძრითა და სტიქიით დაზარალებულ 256 ოჯახს დაეხმარება

6 მარტი, 2026 , 11:26

აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან სტიქიითა და ხანძრით დაზარალებული 256 ოჯახის საცხოვრებელი სახლების აღდგენა-რეაბილიტაციისთვის სამ მილიონ ლარზე მეტი გამოიყოფა. დაზარალებული ოჯახების დახმარების საკითხი აჭარის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი