რეგიონები
ბესიკ ქათამაძის ცემის ფაქტის გამო, ოზურგეთის საკრებულოს სამ ფრაქციაში თავმჯდომარეებმა თანამდებობები დატოვეს
ოზურგეთის საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატ ბესიკ ქათამაძის ცემის ფაქტის გამო, ოზურგეთის საკრებულოს ფრაქცია „კონსერვატორების“ თავმჯდომარემ დავით ჭაკნელიძემ, ფრაქცია „მწვანეების“ თავმჯდომარემ გენო ჩავლეშვილმა და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ტარიელ აროშიძემ თანამდებობები დატოვეს.
ინფორმაცია ამის შესახებ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დარჩიამ ჟურნალისტებს დღევანდელ ბრიფინგზე მიაწოდა.
„2018 წლის 15 ივნისს საჯარო სივრცეში ატვირთული მასალის გამო, ინციდენტი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რამაც გამოიწვია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ბესიკ ქათამაძის სხეულის დაზიანება. ფიზიკურ დაპირისპირებაში მონაწილე ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ტარიელ აროშიძე დაკავებული თანამდებობიდან გადადგა. ასევე, დაკავებული თანამდებობიდან გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს ინციდენტში მონაწილე ფრაქცია „კონსერვატორების“ თავმჯდომარემ დავით ჭაკნელიძემ და ფრაქცია „მწვანეების“ თავმჯდომარემ გენო ჩავლეშვილმა“, – განაცხადა დავით დარჩიამ.
ენმ-ს წევრის, ბესიკ ქათამაძის შეფასებით, მმართველმა პარტიამ დღევანდელი ბრიფინგით აღიარა მის მიმართ ჩადენილი ძალადობა. მისი თქმით, რეაგირება დაგვიანებულია, თუმცა მისასალმებელი.
ოზურგეთის საკრებულოში ინციდენტი 15 ივნისს მოხდა. ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის, ბესიკ ქათამაძის ცემის ფაქტზე საკრებულოში ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრ ტარიელ აროშიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
პოლიციამ მარნეულში არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
16 მარტი, 2026 , 11:15
ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში გეოლოგების სამი ჯგუფი ადგილზე იმყოფება, რათა ოპერატიულად იქნას შეფასებული არსებული მდგომარეობა - გარემოს ეროვნული სააგენტო
12 მარტი, 2026 , 10:36
ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი-მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია
12 მარტი, 2026 , 10:10
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თევზის შესაბოლ არალეგალურ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა
10 მარტი, 2026 , 14:07
ყაჩაღობის ფაქტზე ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივი დაკავებულია - პროკურატურა
9 მარტი, 2026 , 16:47
აჭარის მთავრობა ხანძრითა და სტიქიით დაზარალებულ 256 ოჯახს დაეხმარება
6 მარტი, 2026 , 11:26


