უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მოზაიკა

31 მაისი, 2021 23:59
font-size

BENTLEY FLYING SPUR დეტალებში

-ახალი ფუნქციები და ოფციები: Flying Spur გახდა კიდევ უფრო სრულყოფილი

-ახალი დახვეწილი ნაცრისფერი შეფერილობა Cambrian Grey: ძარის ფერთა პალიტრა კიდევ უფრო გამრავალფეროვნდა და შეადგენს 63 ფერს.

-კომპიუტერული პროექტირების მოწინავე მეთოდებმა შესაძლებელი გახადა მნიშვნელოვნად შემცირებულიყო ხმაური, ვიბრაციები და სიხისტე.

-პროექტირების ეკოლოგიური პროცესი, Flying Spur -ის გამორჩეულად მდიდრული სალონის შესაქმნელად

-განუმეორებელი დახვეწილობა და პატივის მიგება კომპანიის დამფუძნებლისთვის უოლტერ ოუენ ბენტლისთის , რომლის იდეა იყო «ხმაურის არ მქონე ავტომობილი, რომელიც შეძლებს 100 მილი/საათამდე აჩქარებას »

განუმეორებელი Bentley Flying Spur გახდა უფრო სრულყოფილი, მოწინავე ტექნოლოგიების და კომფორტის დონის ასამაღლებელი ახალი გადაწყვეტილებების გამოყენებით. პერსონალიზაციის შესაძლებლობები კიდევ უფრო გაფართოვდა: კლიენტები შეძლებენ აირჩიონ ახალი თანამედროვე ვინირის ჩანართები და ახალი ექსტერიერის ფერი - ნაცრისფერი Cambrian Grey, რომელმაც მრავალფეროვანი გახადა ექსტერიერის ფერების არჩევანი და პალიტრა 63 ფერისგან შედგება.

მდიდრულ Flying Spur - ში გამოყენებულია მოწინავე ტექნოლოგიები, რომლებიც უზრუნველჰყოფს სალონში კომფორტის უმაღლეს ხარისხს. ხმაურის, ვიბრაციის და სიხისტის აღმოფხვრით ბენტლის ინჟინრებმა შეძლეს Flying Spur გაეხადათ არა მხოლოდ დახვეწილი და მდიდრული გრან ტურერის კლასის ოთხკარიანი სედანი, არამედ ასევე შეექმნათ ავტომობილი ფენომენალური აკუსტიკური მაჩვენებლებით.

Flying Spur -ის წარმოუდგენლად დახვეწილი სალონი, დაპროექტებულია და ხელით შექმნილია ქრუ-ში (ქალაქი ინგლისში, ბენტლის ქარხანა), და ის სრულიად შეესაბამება უოლტერ ოუენ ბენტლის ფილოსოფიას , რომელმაც შექმნა კომპანია 1919 წელს. 1930 წელს Bentley 8 Litre, რვა ლიტრიანი დახვეწილი მოდლეის წარდგენისას მან აღნიშნა: «მე ყოველთვის ვოცნებობდი შემექმნა სრულიად ჩუმი ავტომობილი, რომელიც შეძლებდა 100 მილი/საათამდე აჩქარებას და ვფიქრობ, რომ ჩვენ ეს შევძელით ». უოლტერ ოუენ ბენტლის ფილოსოფიით, რომლის თანახმადაც ბენტლის ნებისმიერი ავტომობილის უმთავრეს მახასიათებელს წარმოადგენს საიმედოობა და დახვეწილობა, დღემდე ხორციელდება მისი მიმდევრების მიერ. Flying Spur სამართლიანად ითვლება ბენტლის თანამედროვე ფუფუნების განსახიერებად.

ხელით შესრულებული სამუშაოების ტექნოლოგიები და ოსტატობა

მოდელის სტანდარტულ აღჭურვილობაში ახლა შედის საბარგულის გაღების ფუნქცია ხელის გამოყენების გარეშე, უსაფრთხოების უზრუნველყოფის დამატებითი ფუნქციები, გარშემო მიმოხილვის სისტემა, მისასალმებელი განათება და სარკეების ავტომატური ჩამუქების ფუნქცია.

ჰაერის სისუფთავეზე და მძღლის და მგზავრის განწყობაზე ზრუნავენ სალონში დამონტაჟებული იონიზატორები (ასევე შედის სტანდარტულ აღჭურვილობაში), რომლებიც ცენტრალური დეფლექტორის გავლით გამოყოფენ უარყოფითად დამუხტულ სიხშირეებს, ამავე დროს ჰაერის იონები ქმნიან სტატიკურ მუხტს დამაბინძრებელი ნაწილაკების გარშემო, ისეთების როგორიცაა მტვერი და ალერგენები, და ისინი ეკვრებიან უახლოეს ზედაპირებს. ეს დადებითად მოქმედებს მძღოლის და მგზავრის კეთილგანწყობაზე, რომელთაც შეუძლიათ ისუნთქონ გარე ნაწილაკებისგან გაწმენდილი ჰაერი.

ინტერიერის მოსაპირკეთებლად შესაკვეთად ხელმისაწვდომია ღია ფორებით ვინირის დეკორატიული ჩანართები. მხოლოდ დაცვის მიზნით, ისინი დაფარულია წარმოუდგენლად თხელი ლაქის ფენით. ინტერიერის სალონში ცანართები დამზადებულია მხოლოდ საუკეთესო , დეტალურად შერჩეული ვინირისგან, ღია ფორებით, და დაფარულია სულ რაღაც სამი სუპერ თხელი ლაქის ფენით, რომელთა საერთო სისქე 0,1 მილიმეტრს შეადგენს. შედარებისთვის: ბენტლის მბზინვარე საღებავის სისქე 0,5 მილიმეტრია. ყოველი ლაქის ფენა დაიტანება ხელით და არა ავტომატურად.

სათუთი დამუშავების ტექნოლოგია საშუალებას იძლევა შენარჩუნდეს ხის ბუნებრივი ტექსტურა. სხვადასხვა ჩრდილები და სხვადასხვა ფენების სტრუქტურა ქმნის უნიკალურ სურათს და უზრუნველყოფს ბენტლის ინტერიერის სრულ ექსკლუზიურობას.

მაღალტექნოლოგიური დახვეწილობა

იმისათვის რომ შექმნილიყო ავტომობილი რომელიც შეესაბამება აღწერას «მსოფლიოში ყველაზე უზადო მდიდრული სედანი », გამოცდის და წარმოების ეტაპებზე გამოყენებულ იქნა ვირტუალური პროექტირების მოწინავე მეთოდები. პროცესი ხასიათდება წარმოუდგენლად მაღალი დონის ეკოლოგიურობით, რადგან საშუალებას იძლევა შემცირდეს რეალური დეტალების წარმოება.

ვირტუალური პროტოტიპების შექმნის საშუალებით შემცირდა Flying Spur 40მდე სხვადასხვა კომპონენტის მასა. ამ სამუშაოს შედეგი იყო ოპტიმალური შერჩევა ხმის იზოლირების მასალებისა, ავტომობილის სხვადასხვა ნაწილებისთვის, რაც ნიშნავს რომ, მგზავრები შეძლებენ ისიამოვნონ მგზავრობით ყველაზე ჩუმ სალონში, რომელშიც შეიძლება პროდუქტიულად იმუშაო ან დაისვენო.

ეკოლოგიურად დაპროექტებული

დროის კუთხით ოპტიმიზირებული პროცესის შემუშავებამ ინჟინრებს საშუალება მისცა მოეხდინათ მოდელის მასის მინიმიზაცია და შეექმნათ წარმოუდგენლად მანევრირებადი და მძღოლზე ორიენტირებული ავტომობილი, რასაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი, მრავალი ინტელექტუალური და ინტუიციურად გასაგები სისტემების გამოყენებამ.

«ვირტუალური პროტოტიპის გამოყენებით ჩვენ შევძელით მიგვეღწია დასახული მიზნებისთვის: ჯერ ვირტუალურ სივრცეში მოგვეხდინა Flying Spur-ის ყველა კომპონენტის ოპტიმიზაცია და მხოლოდ ამის შემდეგ დაგვეწყო რეალური ავტომობილის წარმოება» აცხადებს სიმონ ნობლი, ბენტლი მოტორსის აკუსტიკის ინჟინერი.

ეს ნარჩენების გარეშე და საოცრად ინოვაციური პროექტირების პროცესი სრულიად პასუხობს Bentley Beyond100 ნოვატორულ სტრატეგიებს, რომელიც მოწოდებულია უზრუნველყოს ბრენდის ლიდერობა, მდგრადი მდიდრული მობილობის სფეროში. ამგვარად, 2030 წლისთვის დასახულია ამბიციური მიზანი, გადასვლა ნახშირბად- ნეიტრალურ წარმოებაზე. მომავალში, კომპანია თავის საქმიანობას ინგლისის ქალაქ ქრუ-ში იმგვარად აშენებს, რომ მიაღწიოს კლიმატზე დადებით ზეგავლენას.

სტანდარტულ აღჭურვილობაში ხელმისაწვდომი ფუნქციები შესაძლოა განსხვავდებოდეს ქვეყნების მიხედვით.

ცნობისთვის - Bentley Motors - მსოფლიოში ყველაზე მოთხოვნადი მდიდრული საავტომობილო ბრენდია. კომპანიის ქარხანა და სათაო ოფისი მდებარეობს ინგლისის ქალაქ ქრუ-ში. აქვე კონცენტრირებულია მისი ძირითადი საქმიანობა, მათ შრის დიზაინერული გადაწყვეტილებების შექმნა, სამეცნიეროკვლევები და განვითარება, ასევე სამი სამოდელო საავტომობილო ხაზის დაპროექტება და წარმოება, ესენია: Continental, Flying Spur, Bentayga. ბრიტანული ძვირადღირებული ისეთი საავტომობილო ბრენდების უნიკალურობა, როგორიც არის Bentley, მდგომარეობს შემდეგში; დახვეწილიხელობა, ტრადიციები რომლებიც თაობიდან თაობას გადაეცემა, საინჟინრო გამოცდილება და მოწინავე ტექნოლოგიები. კომპანიამ შეინარჩუნა მდიდრული საგნების ბრიტანელი მწარმოებლების საუკეთესო მემკვიდრეობა. Bentley ქარხანაში, ქრუში დასაქმებულია დაახლოებით 4000 ადამიანი.

საკვანძო სიტყვები:

ლეგენდარულმა “შაკატაკმა” თბილისში 2 კონცერტი გამართა

22 იანვარი, 2026 , 11:22

თბილისს ლეგენდარული ბრიტანული ჯაზ-ფანკჯგუფი "შაკატაკი" სტუმრობდა. მან “თათუზა ჯაზკლუბში” 2 კონცერტი გამართა. ორივემ სრული ანშლაგით ჩაიარა. ჯგუფი საქართველოში საპროდიუსერო კომპანია “თაგის არტმა” მო

საქართველოში პირველად პროფესიონალ და მოყვარულ მოცეკვავეთა საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება

17 ოქტომბერი, 2025 , 16:52

19 ოქტომბერს თბილისი  პროფესიონალ და მოყვარულ მოცეკვავეთა საერთაშორისო ფესტივალს პირველად უმასპინძლებს. სპეციალურად ამ ღონისძიებისათვის თბილისს  მსოფლიოს ცნობილი წამყვანი სპეციალისტები ეწვივნენ,  ფესტივალი

ბალეტის სუპერვარსკვლავი ნატალია ოსიპოვა ქართველი მაყურებლის წინაშე წარდგა

17 ივნისი, 2025 , 10:50

სოსო ლაღიძის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალ “თბილისი რიტმის”  ფარგლებში საქართველოს ლონდონის სამეფო ბალეტის წამყვანი სოლისტი ნატალია ოსიპოვა ესტუმრა. იგი 15 ივნისს თბილისში, ალექსანდრე გრიბოე

თბილისში ამბის თხრობის ფესტივალი - ZEG გაიხსნა

13 ივნისი, 2025 , 13:56

თბილისში ამბის თხრობის საერთაშორისო ფესტივალი ZEG გაიხსნა. ღონისძიება 2025 წელს მეხუთედ იმართება. როგორც „მედიანიუსს“ ZEG-ის თანადამფუძნებელმა ქეთევან ებანოიძემ განუცხადა, გასული 4 ფესტივალისაგან განსხვავებით

საქართველოს სახელოვანი იტალიელი მსახიობი სიმონა კავალარი ეწვევა

30 მაისი, 2025 , 13:13

საქველმოქმედო ფონდ „ცხოვრება მშვენიერიას“ მოწვევით საქართველოს იტალიური კინოსა და თეატრის ცნობილი მსახიობი სიმონა კავალარი ესტუმრება. ლეგენდარული სერიალის -- „რვაფეხას“ -- ვარსკვლავი თბილისში 31 მ

საქართველოს ლეგენდარული მოკრივე როი ჯონსი სტუმრობს

23 მაისი, 2025 , 16:36

მსოფლიო კრივის ამერიკელი ლეგენდა როი ჯონსი საქართველოშია. ის თბილისში, სპორტის ახალ სასახლეში პროფესიონალურ კრივში გასამართ მსოფლიო სარეიტინგო ბრძოლებს დაესწრება. ღონისძიება პროფესიონალური კრივის კავშირისა და “Worl

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი