მოზაიკა
ბედნიერების კუთხით 155 ქვეყანას შორის საქართველო 125-ე ადგილს იკავებს
გაეროს მსოფლიო ბედნიერების 2017 წლის ანგარიშის თანახმად, მსოფლიოს 155 ქვეყანას შორის ყველაზე ბედნიერია ნორვეგია. საქართველო ამ რანჟირებაში 125-ე ადგილს იკავებს.
გაეროს შედეგები ექვს ძირითად მაჩვენებელს ეფუძნება, როგორიცაა ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტი, ცხოვრების ხანგძლივობა, თავისუფლება, სიუხვე, სოციალური მხარდაჭრა და კორუფციის არარსებობა მთავრობასა თუ ბიზნესში.
ნორვეგიის შემდეგ ყველაზე ბედნიერი ქვეყანაა დანია. ათეულში ასევე შედის ისლანდია, შვეიცარია, ფინეთი, ჰოლანდია, კანადა, ახალი ზელანდია, ავსტრალია და შვედეთი.
ანგარიშის მიხედვით, ყველაზე უბედური ქვეყანა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაა. ათეულში ასევე შედიან ბურუნდი, ტანზანია, სირია, რუანდა, ტოგო, გვინეა, ლიბერია, სამხრეთ სუდანი და იემენი.
რაც შეეხება რეგიონის ქვეყნებს, რუსეთი 49-ე ადგილს იკავებს, თურქეთი-69-ეს, აზერბაიჯანი - 85-ეს, სომხეთი - 121-ეს, ხოლო უკრაინა -132-ეს.
ბოლოს მსგავსი ანგარიში გაერომ 2013 წელს გამოაქვეყნა, სადაც საქართველომ 134-ე ადგილი დაიკავა.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ლეგენდარულმა “შაკატაკმა” თბილისში 2 კონცერტი გამართა
22 იანვარი, 2026 , 11:22
საქართველოში პირველად პროფესიონალ და მოყვარულ მოცეკვავეთა საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება
17 ოქტომბერი, 2025 , 16:52
ბალეტის სუპერვარსკვლავი ნატალია ოსიპოვა ქართველი მაყურებლის წინაშე წარდგა
17 ივნისი, 2025 , 10:50
თბილისში ამბის თხრობის ფესტივალი - ZEG გაიხსნა
13 ივნისი, 2025 , 13:56
საქართველოს სახელოვანი იტალიელი მსახიობი სიმონა კავალარი ეწვევა
30 მაისი, 2025 , 13:13
საქართველოს ლეგენდარული მოკრივე როი ჯონსი სტუმრობს
23 მაისი, 2025 , 16:36


