უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მოზაიკა

24 ოქტომბერი, 2017 17:30
font-size

ბავშვი სახელად ჯიჰადი - ტულუზის ხელისუფლებამ მშობლებს ბავშვის სახელის გამო უჩივლა

ქალაქ ტულუზის ხელისუფლება წყვილს საფრანგეთის გენერალურ პროკურატურაში უჩივის იმის გამო, რომ მათ შვილს ჯიჰადი დაარქვეს.

ჯიჰადი არაბულიდან „მცდელობას“ ან „ბრძოლას“ ნიშნავს და არა უშუალოდ „წმინდა ომს“.

ფრანგული კანონმდებლობა არ ზღუდავს მშობლებს შვილის სახელის შერჩევაში, თუკი ის არ ლახავს ბავშვის ინტერესებსა და ოჯახის რეპუტაციას.

ბავშვი სახელად ჯიჰადი აგვისტოში დაიბადა. მანამდე ამ სახელის დარქმევა პრობლემას არ წარმოადგენდა. სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა, როცა საფრანგეთს ტერორისტული თავდასხმების ტალღამ გადაუარა.

ზოგადად, ტერმინ „ჯიჰადისტს“ ხმარობენ ისლამისტი ბოევიკებისა და იმ ტიპების მიმართ, ვინც ტერორისტულ აქტს ისლამური სახელმწიფოს სახელით სჩადის.

2015 წლიდან მოყოლებული ტერორისტებმა 230-ზე მეტი ადამაინი მოიკლედ საფრანგეთში.

2013 წელს საფრანგეთში ერთ-ერთ ქალს ერთთვიანი პირობითი თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს და დააკისრეს ჯარიმა 2,000 ევროს ოდენობით, რადგან მან თავისი 3 წლის ვაჟი ჯიჰადი სკოლაში გაუშვა მაისურით წარწერებით „მე ვარ ბომბი“ და „ჯიჰადი, დაბადებული 11 სექტემებრს“. მაშინ სასამართლომ განაჩენი გამოუტანა არა შვილის სახელის, არამედ მაისურზე დატანებულ პროვოკაციული წარწერების გამო.

2015 წელს ფრანგულმა სასამართლომ მშობლებს აუკრძალა, ქალიშვილისთვის ნუტელა დაერქმიათ თხილის კარაქის საპატივცემულოდ. ამის მაგივრად ბავშვს სახელი ელა მისცეს.

ანა მებურიშვილი

საკვანძო სიტყვები:

ლეგენდარულმა “შაკატაკმა” თბილისში 2 კონცერტი გამართა

22 იანვარი, 2026 , 11:22

თბილისს ლეგენდარული ბრიტანული ჯაზ-ფანკჯგუფი "შაკატაკი" სტუმრობდა. მან “თათუზა ჯაზკლუბში” 2 კონცერტი გამართა. ორივემ სრული ანშლაგით ჩაიარა. ჯგუფი საქართველოში საპროდიუსერო კომპანია “თაგის არტმა” მო

საქართველოში პირველად პროფესიონალ და მოყვარულ მოცეკვავეთა საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება

17 ოქტომბერი, 2025 , 16:52

19 ოქტომბერს თბილისი  პროფესიონალ და მოყვარულ მოცეკვავეთა საერთაშორისო ფესტივალს პირველად უმასპინძლებს. სპეციალურად ამ ღონისძიებისათვის თბილისს  მსოფლიოს ცნობილი წამყვანი სპეციალისტები ეწვივნენ,  ფესტივალი

ბალეტის სუპერვარსკვლავი ნატალია ოსიპოვა ქართველი მაყურებლის წინაშე წარდგა

17 ივნისი, 2025 , 10:50

სოსო ლაღიძის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალ “თბილისი რიტმის”  ფარგლებში საქართველოს ლონდონის სამეფო ბალეტის წამყვანი სოლისტი ნატალია ოსიპოვა ესტუმრა. იგი 15 ივნისს თბილისში, ალექსანდრე გრიბოე

თბილისში ამბის თხრობის ფესტივალი - ZEG გაიხსნა

13 ივნისი, 2025 , 13:56

თბილისში ამბის თხრობის საერთაშორისო ფესტივალი ZEG გაიხსნა. ღონისძიება 2025 წელს მეხუთედ იმართება. როგორც „მედიანიუსს“ ZEG-ის თანადამფუძნებელმა ქეთევან ებანოიძემ განუცხადა, გასული 4 ფესტივალისაგან განსხვავებით

საქართველოს სახელოვანი იტალიელი მსახიობი სიმონა კავალარი ეწვევა

30 მაისი, 2025 , 13:13

საქველმოქმედო ფონდ „ცხოვრება მშვენიერიას“ მოწვევით საქართველოს იტალიური კინოსა და თეატრის ცნობილი მსახიობი სიმონა კავალარი ესტუმრება. ლეგენდარული სერიალის -- „რვაფეხას“ -- ვარსკვლავი თბილისში 31 მ

საქართველოს ლეგენდარული მოკრივე როი ჯონსი სტუმრობს

23 მაისი, 2025 , 16:36

მსოფლიო კრივის ამერიკელი ლეგენდა როი ჯონსი საქართველოშია. ის თბილისში, სპორტის ახალ სასახლეში პროფესიონალურ კრივში გასამართ მსოფლიო სარეიტინგო ბრძოლებს დაესწრება. ღონისძიება პროფესიონალური კრივის კავშირისა და “Worl

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი