რეგიონები
ბათუმში სანაპიროზე გარდაცვლილი მამაკაცი იპოვეს
ბათუმში, ზღვის სანაპიროზე ერთი გარდაცვლილი, მეორე კი უგონო მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი იპოვეს. ინფორმაციას ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია ავრცელებს.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ, უგონო მდგომარეობაში მყოფი კაცი ‘’მედცენტრში’’ გადაიყვანა. ექიმების განცხადებით, ის კონტაქტური არ იყო.
გარდაცვლილი გუშინ, დღის მეორე ნახევარში, რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე იპოვეს. ორივე მამაკაცი საქართველოს მოქალაქეა.
საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
ცირა გურგენიძე
საკვანძო სიტყვები:
პოლიციამ მარნეულში არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
16 მარტი, 2026 , 11:15
ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში გეოლოგების სამი ჯგუფი ადგილზე იმყოფება, რათა ოპერატიულად იქნას შეფასებული არსებული მდგომარეობა - გარემოს ეროვნული სააგენტო
12 მარტი, 2026 , 10:36
ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი-მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია
12 მარტი, 2026 , 10:10
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თევზის შესაბოლ არალეგალურ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა
10 მარტი, 2026 , 14:07
ყაჩაღობის ფაქტზე ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივი დაკავებულია - პროკურატურა
9 მარტი, 2026 , 16:47
აჭარის მთავრობა ხანძრითა და სტიქიით დაზარალებულ 256 ოჯახს დაეხმარება
6 მარტი, 2026 , 11:26


