უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

20 ნოემბერი, 2017 12:00
font-size

ბათუმში, სადაც შემთხვევით აღმოჩენილი ქვევრი მუშამ გატეხა, სარეაბილიტაციო სამუშაოები შეჩერდა (video)

ბათუმში, თამარის დასახლებაში, სადაც შემთხვევით აღმოჩენილი ქვევრი მუშამ გატეხა, სარეაბილიტაციო სამუშაოები შეჩერდა.

ინფორმაცია ამის შესახებ ბათუმის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსმა თენგიზ პეტრიძემ მიაწოდა.

„სამუშაოები შეჩერდა და არ გაგრძელდება, ვიდრე არქეოლოგების მოსაზრებას არ მოვისმენთ, ამის შემდეგ გადაწყდება, გახდება თუ არა საჭირო სანქციების გატარება. ასეთი შემთხვევებისგან დაზღვეული არ ვართ, მაგრამ ამ შემთხვევაში დაუდევრობას ჰქონდა ადგილი“, – განაცხადა ბათუმის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსმა თენგიზ პეტრიძემ.

თავის მხრივ, როგორც თამარის დასახლებაში წყალგაყვანილობის სარეაბილიტაციო სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის ხელმძღვანელმა ალექსანდრე ბაღათურიამ განაცხადა, ,,მუშას ქვევრში განძი ეგონა, ამიტომ დაუყოვნებლივ გატეხა ისე, რომ არც ზედამხედველს აცნობა და არც მერიას.“

ცნობისათვის, ქვევრი მუშებმა, ე.წ. თამარის ციხიდან 300 მეტრში, ძმები ნობელების მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე, 2 დღის წინ იპოვეს. სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს შემთხვევით აღმოჩენილი ქვევრი მუშამ ჯერ ხელით, შემდეგ ქვით და ბოლოს ტრაქტორის დახმარებით ჩამოამტვრია.შემთხვევის ამსახველი ვიდეომასალა სოციალურ ქსელში გავრცელდა.

ნინო ექვთიმიშვილი


საკვანძო სიტყვები:

პოლიციამ მარნეულში არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

16 მარტი, 2026 , 11:15

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ჩადენილი ძალადობის ბრალდებით 2005 წელს დაბადებულ

ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში გეოლოგების სამი ჯგუფი ადგილზე იმყოფება, რათა ოპერატიულად იქნას შეფასებული არსებული მდგომარეობა - გარემოს ეროვნული სააგენტო

12 მარტი, 2026 , 10:36

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს, 12 მარტს, გამთენიისას, ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში ადგილი ჰქონდა მეწყრული პროცესები ჩასახვა-გააქტიურებას. უწყების ცნობით, წინასწარი ინფორმა

ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი-მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია

12 მარტი, 2026 , 10:10

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი. მათივე ცნობით, სტიქიის ადგილზე მობილიზებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფების წარმომა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თევზის შესაბოლ არალეგალურ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა

10 მარტი, 2026 , 14:07

სურსათის ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის დეპარტამენტმა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ფოთში თევზის შესაბოლი არალეგალური საწარმო გამოავლინა. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მცირე მეწარმე ლ.ე. საქმი

ყაჩაღობის ფაქტზე ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივი დაკავებულია - პროკურატურა

9 მარტი, 2026 , 16:47

საქართველოს პროკურატურა ყაჩაღობის ფაქტზე შსს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივის დაკავების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. საგამოძიებო უწყების ცნ

აჭარის მთავრობა ხანძრითა და სტიქიით დაზარალებულ 256 ოჯახს დაეხმარება

6 მარტი, 2026 , 11:26

აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან სტიქიითა და ხანძრით დაზარალებული 256 ოჯახის საცხოვრებელი სახლების აღდგენა-რეაბილიტაციისთვის სამ მილიონ ლარზე მეტი გამოიყოფა. დაზარალებული ოჯახების დახმარების საკითხი აჭარის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი