რეგიონები
ბათუმში მუსლიმმა მრევლმა ყურბან ბაირამი აღნიშნა
ბათუმში მუსლიმმა მრევლმა ყურბან ბაირამი აღნიშნა. სადღესასწაულო ლოცვა საქართველოს მუფთმა ბათუმის ცენტრალურ მეჩეთში აღავლინა.
ყურბან-ბაირამი მუსლიმურ სამყაროში ერთ-ერთი უდიდესი დღესასწაულია. ტრადიციისამებრ ამ დღესთან დაკავშირებით მსხვერპლად შინაური ცხოველები შეწირეს. მორწმუნეების თქმით, ხორცს შეჭირვებულებს დაურიგებენ.
ამ დღესთან დაკავშირებით მუსლიმი მორწმუნეები სხვადასხვა ტკბილეულს ამზადებენ და მიცვალებულთა სასაფლაოზე მიდიან.
მიუხედავად იმისა, რომ მუსლიმი თემის ნაწილმა ბაირამი ბათუმში იმ ტერიტორიაზე აღნიშნა, სადაც ახალი მეჩეთის მშენებლობას გეგმავს, ცენტრალურმა მეჩეთმა მორწმუნეები ისევ ვერ დაიტია და ასობით მათგანმა დღესაც ორთაჯამეს გვერდით, ქუჩაში ილოცა.
პოლიციამ მარნეულში არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
16 მარტი, 2026 , 11:15
ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში გეოლოგების სამი ჯგუფი ადგილზე იმყოფება, რათა ოპერატიულად იქნას შეფასებული არსებული მდგომარეობა - გარემოს ეროვნული სააგენტო
12 მარტი, 2026 , 10:36
ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი-მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია
12 მარტი, 2026 , 10:10
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თევზის შესაბოლ არალეგალურ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა
10 მარტი, 2026 , 14:07
ყაჩაღობის ფაქტზე ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივი დაკავებულია - პროკურატურა
9 მარტი, 2026 , 16:47
აჭარის მთავრობა ხანძრითა და სტიქიით დაზარალებულ 256 ოჯახს დაეხმარება
6 მარტი, 2026 , 11:26


