რეგიონები
ბათუმში, კლინიკა „მედალფაში“ 25 ინფიცირებული პაციენტი იმყოფება
„მედალფას“ რეგიონული დირექტორის ლევან ანთაძის ინფორმაციით, ამჟამად ბათუმში, კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 25 პაციენტი იმყოფება, რომელთაგან 17-ს პნევმონია აღენიშნება, ხოლო ერთს ხელოვნური სუნთქვის ვენტილაცია უტარდება.
„კორონავირუსით ინფიცირებული 25 პაციენტიდან ერთის მდგომარეობა კვლავ რჩება მძიმე, ის არის ხელოვნური სუნთქვის ვენტილაციაზე, 70 წლის ზევით არის და აღენიშნება ქრონიკული გულ-სისხლძარღვთა დაავადებები. ის 26 თებერვლიდან იმყოფება ფილტვის ხელოვნურ ვინტილაციაზე. მისი მდგომარეობა ლაბორატორიული მონაცემებით უკეთესია და შეიძლება რამდენიმე დღეში ჩვენ ვცადოთ მისი ხელოვნური ვენტილაციის აპარატიდან მოხსნა.
17 პაციენტს აღენიშნება პნევმონია და შეიძლება ჩაითვალოს, რომ ისინი არიან საშუალო სიმძიმის. დანარჩენ პაციენტებში დაავადება მიდის მსუბუქად, “ - აღნიშნა ლევან ანთაძემ.
საკვანძო სიტყვები:
პოლიციამ მარნეულში არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
16 მარტი, 2026 , 11:15
ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში გეოლოგების სამი ჯგუფი ადგილზე იმყოფება, რათა ოპერატიულად იქნას შეფასებული არსებული მდგომარეობა - გარემოს ეროვნული სააგენტო
12 მარტი, 2026 , 10:36
ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი-მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია
12 მარტი, 2026 , 10:10
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თევზის შესაბოლ არალეგალურ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა
10 მარტი, 2026 , 14:07
ყაჩაღობის ფაქტზე ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივი დაკავებულია - პროკურატურა
9 მარტი, 2026 , 16:47
აჭარის მთავრობა ხანძრითა და სტიქიით დაზარალებულ 256 ოჯახს დაეხმარება
6 მარტი, 2026 , 11:26


