რეგიონები
ბათუმში ხელოვნების ფესტივალი „ერთი ცის ქვეშ - კულტურათა დიალოგი“
ტოლერანტობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, 20 ნოემბერს, ბათუმში მულტიეთნიკური ხელოვნების ფესტივალი „ერთი ცის ქვეშ -კულტურათა დიალოგი“ გაიმართება.
ფესტივალში დასავლეთ საქართველოს სამუსიკო სკოლების (ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, ბათუმი) და ოზურგეთის ბავშვთა თეატრალური სტუდიის აღსაზრდელები მიიღებენ მონაწილეობას. მსმენელის წინაშე 90-მდე მონაწილე წარსდგება. წლევანდელი კონცერტი ფესტივალის ფარგლებში მეცამეტეა. ამჯერად ფესტივალი მსმენელს კლასიკური მუსიკის კონცერტს შესთავაზებს.
ფესტივალის ორგანიზატორია შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი და საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის ქვემო ქართლის განყოფილება.
ფესტივალი ხორციელდება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს და საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით, ფინანსური მხარდამჭერია USAID-ისა და საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის პროგრამა.
კონცერტი ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო სკოლის საკონცერტო დარბაზში, 15:00 საათზე დაიწყება.
პოლიციამ მარნეულში არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
16 მარტი, 2026 , 11:15
ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში გეოლოგების სამი ჯგუფი ადგილზე იმყოფება, რათა ოპერატიულად იქნას შეფასებული არსებული მდგომარეობა - გარემოს ეროვნული სააგენტო
12 მარტი, 2026 , 10:36
ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი-მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია
12 მარტი, 2026 , 10:10
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თევზის შესაბოლ არალეგალურ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა
10 მარტი, 2026 , 14:07
ყაჩაღობის ფაქტზე ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივი დაკავებულია - პროკურატურა
9 მარტი, 2026 , 16:47
აჭარის მთავრობა ხანძრითა და სტიქიით დაზარალებულ 256 ოჯახს დაეხმარება
6 მარტი, 2026 , 11:26


