რეგიონები
ბათუმში ძლიერმა ქარმა დევნილთა კორპუსს სახურავი ახადა
ბათუმში ღამის 12 საათზე ამოვარდნილმა ძლიერმა ქარმა ქალაქის ინფრასტრუქტურა დააზინა. ბენზეს დასახლებაში დევნილთა საცხოვრებელ კორპუსს ქარმა სახურავი გადახადა, რომელიც 4 მანქანას დაეცა, ორი მათგანი „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ეკუთვნის.
აიპი „ბათუმის კორპუსის” დირექტორის ზურაბ ნაკაიძის განცხადებით, უწყების წარმომადგენლები ქალაქში შექმნილ ვითარებას სწავლობენ.
„ქალაქის მასშტაბით შემოდის ზარები, პატარ-პატარა დაზიანებები, ასეთი მასშტაბური არაა [ როგორც დევნილთა დასახლებაში], ჩემი წარმომადგენლები მიდიან ყველა უბანში და სწავლობენ ვითარებას. მოგვიანებით უკეთ გვეცოდინება, რა ხდება ქალაქში“, - განუცხადა ნაკაიძემ „აჭარის ტელევიზიას“.
ზარალის სრული ოდენობაც ვითარების შესწავლის შემდეგ გახდება ცნობილი.
გარდა ამისი მაშველებმა ადიდებული მდინარე ჭოროხიდან 5 ადამიანი გამოიყვანეს.
ანა მებურიშვილი

პოლიციამ მარნეულში არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
16 მარტი, 2026 , 11:15
ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში გეოლოგების სამი ჯგუფი ადგილზე იმყოფება, რათა ოპერატიულად იქნას შეფასებული არსებული მდგომარეობა - გარემოს ეროვნული სააგენტო
12 მარტი, 2026 , 10:36
ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი-მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია
12 მარტი, 2026 , 10:10
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თევზის შესაბოლ არალეგალურ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა
10 მარტი, 2026 , 14:07
ყაჩაღობის ფაქტზე ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივი დაკავებულია - პროკურატურა
9 მარტი, 2026 , 16:47
აჭარის მთავრობა ხანძრითა და სტიქიით დაზარალებულ 256 ოჯახს დაეხმარება
6 მარტი, 2026 , 11:26


