რეგიონები
ბათუმში დანგრეული სინაგოგის გადარჩენის კამპანიას სათავეში ისრაელის სახლი ჩაუდგება
„ისრაელის სახლი“ ბათუმში თითქმის დანგრეული, საუკუნოვანი სინაგოგის გადარჩენის კამპანიას უხელმძღვანელებს და ძეგლის გადარჩენის ფონდს შექმნის.
საქართველოში ისრაელის ქნესეთის მხარდაჭერით მოქმედ ორგანიზაციას სინაგოგის რეაბილიტაციის საქმეში მხარდაჭერისთვის მიმართა ქართველი ახალგაზრდების მიერ შექმნილმა საინიციატივო ჯგუფმა, რომლის აქტიური მუშაობის შედეგად შენობას ამჟამად კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული.
სინაგოგა ძველ ბათუმში, 9 მარტის ქუჩაზე, ტურისტულ ზონაში მდებარეობს, ამიტომ სხვადასხვა დროს იყო შენობის ტერიტორიის კომერციული მიზნით ათვისების მცდელობა, რასაც საინიციატივო ჯგუფი წინ აღუდგა.
„ისრაელის სახლის“ ხელმძღვანელის იციკ მოშეს შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ ქართველი ახალგაზრდები ებრაულ ძეგლს განიხილავენ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ჭრილში და ზრუნავენ მის გადარჩენაზე. ასეთი აქტივობა ემსახურება საზოგადოების ხვალინდელ დღეს და მომავალ ურთიერთობებშიც სწორი სვლის საწინდარია. რაც შეეხება საკითხისადმი „ისრაელის სახლის“ დამოკიდებულებას, ვინაიდან ორგანიზაცია მუშაობს ისრაელის წარმოდგენასა და ორმხრივ პირდაპირ კავშირებზე, განადგურებული ძეგლის აღდგენის აქციაც ისრაელ-საქართველოს ურთიერთობის ნაწილად უნდა იქცეს და არ უნდა იყოსა საქართველოში მცხოვრები ებრაული თემის ან რეპატრირებულ ებრაელთა ნოსტალგიის გამოძახილი. სხვა შემთხვევაში „ისრაელის სახლი“ გაემიჯნებოდა წამოწყებულ კამპანიას, ვინაიდან ეს უკანასკნელი, საბოლოო ჯამში, არსებული სამწუხარო ტრადიციის გავლენით, ებრაულ-ქართულ ურთიერთობებს ვიწრო, კუთხურ, საქართველო-ქართველი ებრაელობის ურთერთობებამდე დაიყვანდა.
„ისრაელის სახლის“ ხელმძღვანელი მიიჩნევს, მომავლის სწორი ურთიერთობების ვექტორის განსაზღვრისთვის, არანაკლებ მნიშვნელოვანია, გამოჩნდეს სხვადასხვა უწყებისა თუ ჯგუფის პოზიცია, კერძოდ კი ძეგლის რეაბილიტაციისთვის უნდა გამოიკვეთოს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინტერესი, ევროსაბჭოსთან არსებული ებრაული კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და ხელშეწყობის ევროპული ასოციაციის მხარდაჭერა, საქართველოში მომუშავე ისრაელური ორგანიზაციებისა და კომპანიების, აგრეთვე, ისრაელში მომუშავე ქართული კომპანიების, საქართველოსა და ისრაელის მოქალაქეების მონაწილეობა.
დანგრეული სინაგოგის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით ამოქმედდება საბანკო ანგარიში, „ისრაელის სახლი“ დაიქირავებს აუდიტორულ კომპანიას, რომელიც გააკონტროლებს ძეგლის გადარჩენისთვის შემოსულ თანხებს. ორგანიზაცია სპეციალისტების დახმარებით მოამზადებს არქიტექტურულ პროექტს, ბიუჯეტს. ისრაელის სახლი“, აგრეთვე, იზრუნებს, რომ ძეგლის აღდგენა აღქმული იქნას როგორც საქართველოს და მსოფლიო ებრაელობის კულტურული მემკვიდრეობის რეაბილიტაცია, ადგილობრივ ებრაულ თემს ან რეპატრირებულ ებრაელობას, როგორც ისრაელელებს, შეუძლიათ წვლილი შეიტანონ ამ საქმეში.
საკვანძო სიტყვები:
პოლიციამ მარნეულში არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
16 მარტი, 2026 , 11:15
ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში გეოლოგების სამი ჯგუფი ადგილზე იმყოფება, რათა ოპერატიულად იქნას შეფასებული არსებული მდგომარეობა - გარემოს ეროვნული სააგენტო
12 მარტი, 2026 , 10:36
ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი-მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია
12 მარტი, 2026 , 10:10
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თევზის შესაბოლ არალეგალურ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა
10 მარტი, 2026 , 14:07
ყაჩაღობის ფაქტზე ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივი დაკავებულია - პროკურატურა
9 მარტი, 2026 , 16:47
აჭარის მთავრობა ხანძრითა და სტიქიით დაზარალებულ 256 ოჯახს დაეხმარება
6 მარტი, 2026 , 11:26


