რეგიონები
ბათუმში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს
ბათუმში 28 წლის მამაკაცი დაჭრეს. ახალგაზრდას ცივი იარაღით ჭრილობა ზურგის არეში აქვს მიყენებული.
როგორც დაშავებულის ოჯახის წევრები აცხადებენ, დანაშაული მეზობელმა ჩაიდინა.
გავრცელებული ინფორმაციით, თავდაპირველად მეზობელმა დაშავებულის მცირეწლოვან ბავშვს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რასაც მამაკაცებს შორის ურთიერთშელაპარაკება მოჰყვა.
დაჭრილი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმები მის მდგომარეობას სტაბილურად აფასებენ და ამბობენ, რომ მ პაციენტის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
არსებული ინფორმაციით, დაზიანება აქვს მიყენებული დაჭრილი მამაკაცის შვილსაც.
ფაქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას გულისხმობს.
პოლიციამ მარნეულში არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
16 მარტი, 2026 , 11:15
ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში გეოლოგების სამი ჯგუფი ადგილზე იმყოფება, რათა ოპერატიულად იქნას შეფასებული არსებული მდგომარეობა - გარემოს ეროვნული სააგენტო
12 მარტი, 2026 , 10:36
ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი-მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია
12 მარტი, 2026 , 10:10
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თევზის შესაბოლ არალეგალურ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა
10 მარტი, 2026 , 14:07
ყაჩაღობის ფაქტზე ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივი დაკავებულია - პროკურატურა
9 მარტი, 2026 , 16:47
აჭარის მთავრობა ხანძრითა და სტიქიით დაზარალებულ 256 ოჯახს დაეხმარება
6 მარტი, 2026 , 11:26


