რეგიონები
ბათუმში აღმოჩენილი ქვევრის შესწავლა სპეციალისტების მიერ მოხდება და შესაბამისი ოქმი ეროვნულ სააგენტოს გადაეგზავნება
აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის, ლაშა ასლანიშვილის განცხადებით, ბათუმში, თამარის დასახლებაში აღმოჩენილი ქვევრის შესწავლა სპეციალისტების მიერ მოხდება და შესაბამისი ოქმი ეროვნულ სააგენტოს გადაეგზავნება.
მისივე თქმით, შესწავლის შემდეგ საჭიროების შემთხვევაში კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხი დადგება.
”ფაქტი ნამდვილად ცუდია. დაუდევრობასა და უპასუხისმგებლობასთან გვაქვს საქმე. ვინც ამ სამუშაოებს ახორციელებდა მეტი გულისხმიერება უნდა გამოეჩინა. სააგენტომ დააფიქსირა ფაქტი და არქეოლოგოურ მუზეუმს მიმართა. ოქმი ეროვნულ სააგენტოს გადაეცემა. ინსპექტირების ჯგუფი ჩამოვა, შეისწავლის და რეაგირება მოყვება. ეს იქნება სისხლის სამართლის დანაშაული თუ დაჯარიმება დაეკისრება მათ, ვინც ეს ჩაიდინა. არეოლოგიურ მუზემს აქვს ფინანსები, ასევე მერიას და შევეცდებით მის გადარჩენას",- აცხადებს ლაშა ასლანიშვილი.
ცნობისათვის, ქვევრი მუშებმა ე.წ. თამარის ციხიდან 300 მეტრში, ძმები ნობელების მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე, 2 დღის წინ იპოვეს. სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს შემთხვევით აღმოჩენილი ქვევრი მუშამ ჯერ ხელით, შემდეგ ქვით და ბოლოს ტრაქტორის დახმარებით ჩამოამტვრია.შემთხვევის ამსახველი ვიდეომასალა სოციალურ ქსელში გავრცელდა.
ნინო ექვთიმიშვილი
პოლიციამ მარნეულში არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
16 მარტი, 2026 , 11:15
ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში გეოლოგების სამი ჯგუფი ადგილზე იმყოფება, რათა ოპერატიულად იქნას შეფასებული არსებული მდგომარეობა - გარემოს ეროვნული სააგენტო
12 მარტი, 2026 , 10:36
ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი-მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია
12 მარტი, 2026 , 10:10
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თევზის შესაბოლ არალეგალურ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა
10 მარტი, 2026 , 14:07
ყაჩაღობის ფაქტზე ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივი დაკავებულია - პროკურატურა
9 მარტი, 2026 , 16:47
აჭარის მთავრობა ხანძრითა და სტიქიით დაზარალებულ 256 ოჯახს დაეხმარება
6 მარტი, 2026 , 11:26


