რეგიონები
ბათუმში აღმოჩენილი ქვევრი სავარაუდოდ, მე-11-მე-12 საუკუნით თარიღდება
ბათუმში, თამარის დასახლებაში აღმოჩენილი ქვევრი სავარაუდოდ, მე-11-მე-12 საუკუნით თარიღდება, - განუცხადა ჟურნალისტებს არქეოლოგმა ამირან კახიძემ.
მისი თქმით, აღნიშნული ქვევრი ბათუმის ისტორიის უძველეს ეტაპს ასახავს.
როგორც ბათუმის მერიაში აცხადებენ, სპეციალისტების მიერ ტერიტორიის შესწავლა მოხდება.
საკანალიზაციო სისტემის სამუშაოებს კომპანია "ფაიფერი და გზა" ახორციელებს. კომპანიაში აცხადებენ, მუშები ისტორიული ძეგლის აღმოჩენის შემთხვევაში ინფორმირებული არიან, რომ აღნიშნულის შესახებ აცნობონ, თუმცა ამ შემთხვევაში ასე არ მოხდა.
ცნობისათვის, ქვევრი მუშებმა, ე.წ. თამარის ციხიდან 300 მეტრში, ძმები ნობელების მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე, 2 დღის წინ იპოვეს. სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს შემთხვევით აღმოჩენილი ქვევრი მუშამ ჯერ ხელით, შემდეგ ქვით და ბოლოს ტრაქტორის დახმარებით ჩამოამტვრია. შემთხვევის ამსახველი ვიდეომასალა სოციალურ ქსელში გავრცელდა.
ნინო ექვთიმიშვილი
პოლიციამ მარნეულში არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
16 მარტი, 2026 , 11:15
ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში გეოლოგების სამი ჯგუფი ადგილზე იმყოფება, რათა ოპერატიულად იქნას შეფასებული არსებული მდგომარეობა - გარემოს ეროვნული სააგენტო
12 მარტი, 2026 , 10:36
ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი-მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია
12 მარტი, 2026 , 10:10
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თევზის შესაბოლ არალეგალურ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა
10 მარტი, 2026 , 14:07
ყაჩაღობის ფაქტზე ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივი დაკავებულია - პროკურატურა
9 მარტი, 2026 , 16:47
აჭარის მთავრობა ხანძრითა და სტიქიით დაზარალებულ 256 ოჯახს დაეხმარება
6 მარტი, 2026 , 11:26


