რეგიონები
ბათუმში 4 თვის ბავშვის მკვლელობისთვის ერთი პირი დააკავეს
ბათუმში დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.
გავრცელებული ინფორმაციით, მცირეწლოვანი ბავშვი ოჯახის ახლობელმა მოკლა. გარდაცვლილის ცხედარს ექსპერტიზა უტარდება.
მოკლული ბავშვი ბათუმში პოლიციის მე-7 განყოფილებასთან დატოვეს. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ხელმძღვანელის მი დია კახიძის ინფორმაციით, სწორედ პოლიციამ გამოიძახა სასწრაფო დახმარების ბრიგადა.
"სასწრაფოში დაზარალებულების მხრიდან გამოძახება არ დაფიქსირებულა, სასწრაფო დახმარების ბრიგადა პოლიციამ მე-7 განყოფილებაში გამოიძახა, სადაც დაღუპული ბავშვი სავარაუდოდ ოჯახმა მიიყვანა. მედიკოსებმა სიკვდილი დააფიქსირეს" - ამბობს კახიძე.
მისივე ინფორმაციით, ბავშვის გარეგნული დაზიანებები არ დაფიქსირებია, რამ გამოიწვია გარდაცვალება ექსპერტიზა დაადგენს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით (109-ე მუხლი) დაკავებულია ერთი მოქალაქე, რომელსაც 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ემუქრება.
პოლიციამ მარნეულში არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
16 მარტი, 2026 , 11:15
ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში გეოლოგების სამი ჯგუფი ადგილზე იმყოფება, რათა ოპერატიულად იქნას შეფასებული არსებული მდგომარეობა - გარემოს ეროვნული სააგენტო
12 მარტი, 2026 , 10:36
ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი-მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია
12 მარტი, 2026 , 10:10
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თევზის შესაბოლ არალეგალურ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა
10 მარტი, 2026 , 14:07
ყაჩაღობის ფაქტზე ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივი დაკავებულია - პროკურატურა
9 მარტი, 2026 , 16:47
აჭარის მთავრობა ხანძრითა და სტიქიით დაზარალებულ 256 ოჯახს დაეხმარება
6 მარტი, 2026 , 11:26


