რეგიონები
ბათუმსა და ქუთაისში შემოწმებულ ხილსა და ბოსტნეულში, ნიტრატების გადაჭარბებული რაოდენობა ნესვში აღმოჩნდა
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ბათუმსა და ქუთაისში შემოწმებულ ხილსა და ბოსტნეულში, ნიტრატების გადაჭარბებული რაოდენობა ნესვში აღმოჩნდა.
სააგენტომ ნიტრატების შემცველობის კვლევის მიზნით, თბილისსა და საქართველოს რეგიონებში ხილისა და ბოსტნეულის 60 ნიმუში აიღო. ნიმუშებს კვლევა აკრედიტებულ ლაბორატორიებში ჩაუტარდა. ამ ეტაპზე, ცნობილია 40 ნიმუშის კვლევის შედეგი. ლაბორატორიული კვლევის თანახმად, ნიტრატების გადაჭარბებული რაოდენობა ნესვის ორ ნიმუშში გამოვლინდა, რომლებიც ბათუმში, მაღაზიაში და ქუთაისის ბაზარშია აღებული.
ერთ შემთხვევაში ნიტრატების რაოდენობამ 480 მგ/კგ, ხოლო მეორე შემთხვევაში – 212 მგ/კგ შეადგინა. ნორმა – 90 მგ/კგ-ია.
კვლევის შედეგების შესახებ სააგენტომ ბიზნესოპერატორებს აცნობა და ბაზრიდან სურსათის გამოთხოვა დაავალა.
სურსათის სააგენტოს ინფორმაციით, ნიტრატების შემცველობაზე ხილ-ბოსტნეულის კვლევა გრძელდება და უკვე აღებული 20 ნიმუშის ლაბორატორიული კვლევის შედეგების შესახებ ინფორმაცია დამატებით გახდება ცნობილი.
საკვანძო სიტყვები:
პოლიციამ მარნეულში არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
16 მარტი, 2026 , 11:15
ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში გეოლოგების სამი ჯგუფი ადგილზე იმყოფება, რათა ოპერატიულად იქნას შეფასებული არსებული მდგომარეობა - გარემოს ეროვნული სააგენტო
12 მარტი, 2026 , 10:36
ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი-მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია
12 მარტი, 2026 , 10:10
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თევზის შესაბოლ არალეგალურ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა
10 მარტი, 2026 , 14:07
ყაჩაღობის ფაქტზე ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივი დაკავებულია - პროკურატურა
9 მარტი, 2026 , 16:47
აჭარის მთავრობა ხანძრითა და სტიქიით დაზარალებულ 256 ოჯახს დაეხმარება
6 მარტი, 2026 , 11:26


