უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მოზაიკა

1 სექტემბერი, 2017 11:55
font-size

ბათუმს ცნობილი ფრანგი მუსიკოსი მიშელ სონი ეწვია

ბათუმის მე-5 კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში ბათუმს ცნობილი ფრანგი კომპოზიტორი, მეთოდოლოგი და ქველმოქმედი მიშელ სონი ეწვია.

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში მიშელ სონის ბათუმის კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის ორგანიზატორი, ცნობილი ქართველი პიანისტი, იუნესკოს მშვიდობის ელჩი ელისო ბოლქვაძე დახვდა.

მიშელ სონი 1995 წლიდან ხელმძღვანელობს მუსიკალურ ინსტიტუტს - „ვილა შინდლერი ავსტრიაში“, სადაც მან ჩამოაყალიბა ფონდ ‘’SOS Talents ‘’-ის ახალი თაობა. მისი ხელშეწყობით მუსიკალურ სფეროში მრავალმა ახალგაზრდა მუსიკოსმა შეძლო თავის წარმოჩენა და წარმატებული კარიერის დაწყება.

„მე კარგად ვიცნობ საქართველოს, მინდა ვთქვა რომ ყოველთვის განსაკუთრებულ ემოციას ვგრძნობ, როცა აქ ჩამოვდივარ. მოუთმენლად ველი ბათუმში ახალი ტალანტების მოსმენას. მჯერა, ბევრ ახალ ნიჭიერ ახალგაზრდას აღმოვაჩენთ. ბათუმი შარმით გამორჩეული, ძალიან ორიგინალური ქალაქია და მიხარია, რომ მას კიდევ ერთხელ აღმოვაჩენ“- განაცხადა ცნობილმა მუსიკოსმა საქართველოში ჩამოსვლისას.

მიშელ სონის შემუშავებული აქვს უნიკალური საფორტეპიანო მეთოდი, რომელმაც რევოლუცია მოახდინა მუსიკალურ სამყაროში, ჩამოაყალიბა ფორტეპიანოს ათვისების ახალი ცნობიერება და 45 წელია დიდი წარმატებით სარგებლობს.

ბათუმის მე-5 კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში მიშელ სონი ახალგაზრდა, ნიჭიერი ქართველი მუსიკოსებისთვის ჩაატარებს მასტერ-კლასებს.

მიშელ სონი არის მრავალი მუსიკის სამეცნიერო წიგნის ავტორი, რომლებსაც პრესტიჟული ფრანგული გამომცემლობები ბეჭდავენ. ასევე, მისი მუსიკალური და დიდაქტიკური ნაწარმოებები გამოცემულია მსოფლიოში ცნობილი გამომცემლობის - Edition Musicales Durand-ის მიერ.

მიშელ სონი ამავდროულად არის ლიტვის სახელმწიფოს საპატიო კონსული შვეიცარიაში.

კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი Batumi Music Fest ბათუმში 2-8 სექტემბერს გაიმართება. Batumi Music Fest-ი დასრულდება 8 სექტემბერს ცნობილი ფრანგი პიანისტისა და კომპოზიტორის, მიშელ სონის საერთაშორისო ფონდ SOS Talnets-ის ვარსკვლავების კონცერტით. ფესტივალი ბათუმში აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს და აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის საინფორმაციო მხარდაჭერით იმართება.

საკვანძო სიტყვები:

ლეგენდარულმა “შაკატაკმა” თბილისში 2 კონცერტი გამართა

22 იანვარი, 2026 , 11:22

თბილისს ლეგენდარული ბრიტანული ჯაზ-ფანკჯგუფი "შაკატაკი" სტუმრობდა. მან “თათუზა ჯაზკლუბში” 2 კონცერტი გამართა. ორივემ სრული ანშლაგით ჩაიარა. ჯგუფი საქართველოში საპროდიუსერო კომპანია “თაგის არტმა” მო

საქართველოში პირველად პროფესიონალ და მოყვარულ მოცეკვავეთა საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება

17 ოქტომბერი, 2025 , 16:52

19 ოქტომბერს თბილისი  პროფესიონალ და მოყვარულ მოცეკვავეთა საერთაშორისო ფესტივალს პირველად უმასპინძლებს. სპეციალურად ამ ღონისძიებისათვის თბილისს  მსოფლიოს ცნობილი წამყვანი სპეციალისტები ეწვივნენ,  ფესტივალი

ბალეტის სუპერვარსკვლავი ნატალია ოსიპოვა ქართველი მაყურებლის წინაშე წარდგა

17 ივნისი, 2025 , 10:50

სოსო ლაღიძის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალ “თბილისი რიტმის”  ფარგლებში საქართველოს ლონდონის სამეფო ბალეტის წამყვანი სოლისტი ნატალია ოსიპოვა ესტუმრა. იგი 15 ივნისს თბილისში, ალექსანდრე გრიბოე

თბილისში ამბის თხრობის ფესტივალი - ZEG გაიხსნა

13 ივნისი, 2025 , 13:56

თბილისში ამბის თხრობის საერთაშორისო ფესტივალი ZEG გაიხსნა. ღონისძიება 2025 წელს მეხუთედ იმართება. როგორც „მედიანიუსს“ ZEG-ის თანადამფუძნებელმა ქეთევან ებანოიძემ განუცხადა, გასული 4 ფესტივალისაგან განსხვავებით

საქართველოს სახელოვანი იტალიელი მსახიობი სიმონა კავალარი ეწვევა

30 მაისი, 2025 , 13:13

საქველმოქმედო ფონდ „ცხოვრება მშვენიერიას“ მოწვევით საქართველოს იტალიური კინოსა და თეატრის ცნობილი მსახიობი სიმონა კავალარი ესტუმრება. ლეგენდარული სერიალის -- „რვაფეხას“ -- ვარსკვლავი თბილისში 31 მ

საქართველოს ლეგენდარული მოკრივე როი ჯონსი სტუმრობს

23 მაისი, 2025 , 16:36

მსოფლიო კრივის ამერიკელი ლეგენდა როი ჯონსი საქართველოშია. ის თბილისში, სპორტის ახალ სასახლეში პროფესიონალურ კრივში გასამართ მსოფლიო სარეიტინგო ბრძოლებს დაესწრება. ღონისძიება პროფესიონალური კრივის კავშირისა და “Worl

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი