უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

25 იანვარი, 2018 16:30
font-size

ბათუმის ზოოპარკის ბინადართა ნაწილი ექინოკოკითაა დაავადებული

ბათუმის ზოოპარკში ცხოველების ნაწილს ექინოკოკის ჭიები აღმოაჩნდათ. სწორედ ექინოკოკის გამო სამი თვის წინ კატისებრი ლემური დაიღუპა. ლემურის დაავადების ლაბორატორიული კვლევები ზოოპარკმა ჩეხეთიდან და მოსკოვიდან მიიღეს.

პარაზიტის აღმოჩენის მიუხედავად, ზოოპარკი დაკეტილი არაა. ხელმძღვანელობა ირწმუნება, რომ დამთვალიერებელი უსაფრთხოდ იქნება, რადგან დაავადებული ცხოველები ზამთრის ვოლიერებში არიან გადაყვანილი და თანამშრომლები მათ სპეციალური აღჭურვილობითა და სანიტარული წესების დაცვით ეკონტაქტებიან.

ექინოკოკი პარაზიტოლოგიური დაავადებაა, ცხოველთან კონტაქტის შემთხვევაში იგი შეიძლება ადამიანზეც გადავიდეს და წლების შემდეგ გამოვლინდეს.

2013 წლიდან ბათუმის ზოოპარკში 30-მდე ცხოველი დაიღუპა. სპეციალისტების დასკვნით, ეს არასათანადო პირობებმა გამოიწვია. ამ ფაქტს მაისში ზოოპარკის ერთ-ერთი ხელმძღვანელის, ამირან მურვანიძის სამსახურიდან გათავისუფლებაც მოჰყვა, რომელთანაც სამართლებრივი დავა ამ დრომდე მიმდინარეობს.

საკვანძო სიტყვები:

პოლიციამ მარნეულში არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

16 მარტი, 2026 , 11:15

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ჩადენილი ძალადობის ბრალდებით 2005 წელს დაბადებულ

ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში გეოლოგების სამი ჯგუფი ადგილზე იმყოფება, რათა ოპერატიულად იქნას შეფასებული არსებული მდგომარეობა - გარემოს ეროვნული სააგენტო

12 მარტი, 2026 , 10:36

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს, 12 მარტს, გამთენიისას, ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში ადგილი ჰქონდა მეწყრული პროცესები ჩასახვა-გააქტიურებას. უწყების ცნობით, წინასწარი ინფორმა

ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი-მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია

12 მარტი, 2026 , 10:10

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი. მათივე ცნობით, სტიქიის ადგილზე მობილიზებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფების წარმომა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თევზის შესაბოლ არალეგალურ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა

10 მარტი, 2026 , 14:07

სურსათის ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის დეპარტამენტმა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ფოთში თევზის შესაბოლი არალეგალური საწარმო გამოავლინა. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მცირე მეწარმე ლ.ე. საქმი

ყაჩაღობის ფაქტზე ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივი დაკავებულია - პროკურატურა

9 მარტი, 2026 , 16:47

საქართველოს პროკურატურა ყაჩაღობის ფაქტზე შსს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივის დაკავების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. საგამოძიებო უწყების ცნ

აჭარის მთავრობა ხანძრითა და სტიქიით დაზარალებულ 256 ოჯახს დაეხმარება

6 მარტი, 2026 , 11:26

აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან სტიქიითა და ხანძრით დაზარალებული 256 ოჯახის საცხოვრებელი სახლების აღდგენა-რეაბილიტაციისთვის სამ მილიონ ლარზე მეტი გამოიყოფა. დაზარალებული ოჯახების დახმარების საკითხი აჭარის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი