რეგიონები
ბათუმის საკრებულოს ოპოზიციური პარტიის წევრები ბათუმის მერის იმპიჩმენტს ითხოვენ
ბათუმის საკრებულოს ოპოზიციური პარტიის წევრები, ბათუმის მერის იმპიჩმენტს ითხოვენ. ინფორმაციას ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია ავრცელებს.
საკრებულოს ''ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატები აცხადებენ, რომ ლაშა კომახიძემ ქალაქის ცენტრში, დელფინარიუმთან, უკანონო მშენებლობის შეჩერება ვერ უზრუნველყო.
"დელფინარიუმთან მიმდინარეობს მშენებლობა ნებართვის გარეშე, აუცილებელია სპეციალური კომისია შეიქმნას, რომელიც შეისწავლის ამ საკითხს. "მარიოტის" მშენებლობა კულტურული მემკვიდრეობის ობიექტთან, დელფინარიუმთან რამდენიმე მეტრში მიმდინარეობს", -აცხადებენ ფრაქციის წევრები.
შეგახსენებთ, ბათუმის მერმა რამდენიმე კვირის წინ განაცხადა, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე მიწისქვეშა პარკინგის მშენებლობა მიმდინარეობს, რომელზეც ნებართვა გაცემულია. რაც შეეხება 54-სართულიან „მარიოტს“ , მის მშენებლობაზე ნებართვა ჯერჯერობით გაცემული არ არის.
გავრცელებული ინფორმაციით, “მარიოტის” მერვე სასტუმროს საქართველოში “ალიანს ჯგუფი” აშენებს. სასტუმრო “მარიოტი” “ალიანს ფრივილიჯის” 54-სართულიანი ცათამბჯენის პირველ 12 სართულს დაიკავებს, ზედა სართულებზე კი ექსკლუზიური აპარტამენტები განთავსდება.
ცირა გურგენიძე
საკვანძო სიტყვები:
პოლიციამ მარნეულში არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
16 მარტი, 2026 , 11:15
ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში გეოლოგების სამი ჯგუფი ადგილზე იმყოფება, რათა ოპერატიულად იქნას შეფასებული არსებული მდგომარეობა - გარემოს ეროვნული სააგენტო
12 მარტი, 2026 , 10:36
ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი-მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია
12 მარტი, 2026 , 10:10
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თევზის შესაბოლ არალეგალურ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა
10 მარტი, 2026 , 14:07
ყაჩაღობის ფაქტზე ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივი დაკავებულია - პროკურატურა
9 მარტი, 2026 , 16:47
აჭარის მთავრობა ხანძრითა და სტიქიით დაზარალებულ 256 ოჯახს დაეხმარება
6 მარტი, 2026 , 11:26


