რეგიონები
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის „ფინანსური მათემატიკის“ საბაკალავრო პროგრამას აკრედიტაცია გაუუქმდა
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭომ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს ფინანსური მათემატიკის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამას აკრედიტაციაზე უარი განუცხადა. ეკონომიკის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამას კი 1 წლის ვადით პირობითი აკრედიტაცია მიანიჭა.
აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნაში წერია, რომ ფინანსური მათემატიკის საბაკალავრო პროგრამის შინაარსი, სათაური და კვალიფიკაცია ერთმანეთთან შესაბამისობაში არ იყო და პროგრამა მთლიანობაში სტუდენტს სრულყოფილი განათლების მიღების საშუალებას არ აძლევდა.
აკრედიტაციის საბჭოს სხდომის ოქმიდან ჩანს სხვა ხარვეზები, რომელიც საბაკალავრო პროგრამას ჰქონდა.მაგალითად, ზოგიერთ სილაბუსში ძირითად ლიტერატურაში გამოიყენებოდა რუსულენოვანი მასალა. პროგრამას ერქვა „ფინანსური მათემატიკა“, მაშინ როდესაც საკვალიფიკაციო ჩარჩოში მისანიჭებელი კვალიფიკაცია ამ დარგისთვის არ არსებობდა. პრობლემა ეხებოდა იმასაც თუ რა გრიფით იყო დაშვებული კურსზე „შესავალი ფიზიკაში“ ერთ-ერთი სახელმძღვანელო და ა.შ .
საბაკალავრო პროგრამა „ფინანსური მათემატიკა“ ბსუ-ს 2013 წლიდან ჰქონდა და მთლიანობაში ამ პროგრამაზე , მესამე და მეოთხე კურსზე, 8 სტუდენტი სწავლობდა.
საკვანძო სიტყვები:
პოლიციამ მარნეულში არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
16 მარტი, 2026 , 11:15
ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში გეოლოგების სამი ჯგუფი ადგილზე იმყოფება, რათა ოპერატიულად იქნას შეფასებული არსებული მდგომარეობა - გარემოს ეროვნული სააგენტო
12 მარტი, 2026 , 10:36
ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი-მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია
12 მარტი, 2026 , 10:10
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თევზის შესაბოლ არალეგალურ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა
10 მარტი, 2026 , 14:07
ყაჩაღობის ფაქტზე ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივი დაკავებულია - პროკურატურა
9 მარტი, 2026 , 16:47
აჭარის მთავრობა ხანძრითა და სტიქიით დაზარალებულ 256 ოჯახს დაეხმარება
6 მარტი, 2026 , 11:26


