რეგიონები
ბათუმის პორტის თანამშრომელთა ნაწილი შიმშილობას აგრძელებს
ბათუმის პორტის თანამშრომელთა ნაწილი მუშაობის გაგრძელებაზე კვლავ უარს აცხადებს. ისინი უკვე მესამე დღეა შიმშილობას მიმართავენ.
პორტის თანამშრომლები გენერალური დირექტორის დანიარ მუხამედ რახიმის გადადგომას ითხოვენ, მიუხედავად იმისა, რომ დირექტორმა პორტში დაგეგმილი რეორგანიზაციის შეჩერებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.
მოშიმშილეებს ცოტა ხნის წინ ჯანდაცვის მინისტრიც შეხვდა.
როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია წერს,ბათუმის პორტის ადმინისტრაციამ გუშინ, გვიან ღამით, სამართალდამცველებს გამოძიების თხოვნით მიმართა. პორტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, თანამშრომელთა ნაწილმა, მცირე ზომის ხომალდებით, ზღვით შესასვლელი ხელოვნურად ჩახერგა, რის გამოც ნავსადგურში გემი ვერ შვიდა.
აქციის მონაწილეები მუდმივი კონტრაქტების შენარჩუნებას და ბათუმის საზღვაო ნავსადგურის გენერალური დირექტორის, დანიარ მუხამედ რახიმის გადადგომას მოითხოვენ. პროფკავშირების ინფორმაციით, პორტის თანამშრომლებისთვის მიუღებელია გენერალური დირექტორისგან შეთავაზებული ე.წ. აუთსორსინგი, რაც თანამშრომლების ხელშეკრულებით დასაქმებას საზღვაო ნავსადგურში მიწვეულ კომპანიებში ითვალისწინებს.
ბათუმის პორტს ბათუმის ნავთობტერმინალი მართავს, რომლის მფლობელი 2008 წელს ყაზახეთის ნაციონალური კომპანიის, „ყაზმუნაიგაზის“, შვილობილი კომპანია „ყაზტრანსოილი“ გახდა.
ცირა გურგენიძე
საკვანძო სიტყვები:
პოლიციამ მარნეულში არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
16 მარტი, 2026 , 11:15
ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში გეოლოგების სამი ჯგუფი ადგილზე იმყოფება, რათა ოპერატიულად იქნას შეფასებული არსებული მდგომარეობა - გარემოს ეროვნული სააგენტო
12 მარტი, 2026 , 10:36
ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი-მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია
12 მარტი, 2026 , 10:10
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თევზის შესაბოლ არალეგალურ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა
10 მარტი, 2026 , 14:07
ყაჩაღობის ფაქტზე ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივი დაკავებულია - პროკურატურა
9 მარტი, 2026 , 16:47
აჭარის მთავრობა ხანძრითა და სტიქიით დაზარალებულ 256 ოჯახს დაეხმარება
6 მარტი, 2026 , 11:26


