რეგიონები
ბათუმის ნავსადგურის თანამშრომლები დირექტორის გადადგომის მოთხოვნით შიმშილობას აგრძელებენ
ბათუმის ნავსადგურის თანამშრომლები პორტის დირექტორის გადადგომის მოთხოვნით მეორე დღეა, შიმშილობენ. პროტესტის უკიდურეს ფორმას 10 თანამშრომელი მიმართავს. ისინი შიმშილობას იქამდე აპირებენ, სანამ მათი მოთხოვნა არ შესრულდება.
პროტესტის მონაწილეების თქმით, ნავსადგურის ადმინისტრაცია რეორგანიზაციას აპირებს, რომლის შედეგად ისინი უმუშევრები დარჩებიან.
როგორც აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს ნავსადგურის ადმინისტრაციაში განუცხადეს, რეორგანიზაცია არ იგეგმება, არამედ გადაწყვეტილია მართვაში მესამე კომპანიის შემოსვლა, რომელიც, თავის მხრივ, გააფორმებს ხელშეკრულებებს პორტის მოქმედ თანამშრომლებთან. ნავსადგურის დირექტორის თქმით, შემოსულ კომპანიას სთხოვენ, არ გაუშვას ძველი თანამშრომლები და არ გააუარესოს მათი სოციალური პაკეტები.
თანამშრომლები ადმინისტრაციას უნდობლობას უცხადებენ. მათი თქმით, ახალი კომპანიის შემოსვლით უფროსობა ძველ კადრებს გაათავისუფლებს.
საპროტესტო აქცია გუშინ დაიწყო ნავსადგურის ადმინისტრაციულ შენობასთან.
საკვანძო სიტყვები:
პოლიციამ მარნეულში არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
16 მარტი, 2026 , 11:15
ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში გეოლოგების სამი ჯგუფი ადგილზე იმყოფება, რათა ოპერატიულად იქნას შეფასებული არსებული მდგომარეობა - გარემოს ეროვნული სააგენტო
12 მარტი, 2026 , 10:36
ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი-მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია
12 მარტი, 2026 , 10:10
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თევზის შესაბოლ არალეგალურ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა
10 მარტი, 2026 , 14:07
ყაჩაღობის ფაქტზე ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივი დაკავებულია - პროკურატურა
9 მარტი, 2026 , 16:47
აჭარის მთავრობა ხანძრითა და სტიქიით დაზარალებულ 256 ოჯახს დაეხმარება
6 მარტი, 2026 , 11:26


