რეგიონები
ბათუმის მოვლენებთან დაკავშირებით ერთ-ერთი დაკავებული პროტესტის ნიშნად შიმშილობს - ომბუდსმენის წარმომადგენელი
სახალხო დამცველის წარმომადგენელმა, ციალა ქათამიძემ ბათუმის წინასწარი დაკავების იზოლატორში ბათუმის მოვლენებთან დაკავშირებით სისხლის სამართლის წესით დაკავებული სამი პირი მოინახულა.
როგორც ქათამიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, დაკავებულებმა მასთან საუბრისას აღნიშნეს, რომ პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტებას ადგილი არ ჰქონია.
მისივე ინფორმაციით, ერთ-ერთი დაკავებული თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს და პროტესტის ნიშნად შიმშილობს.
„აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთმა დაკავებულმა შიმშილი დაიწყო, რომლიც თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს. იგი ერთხელ იყო დაკავებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე და 5-დღიანი პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული. აღნიშნულ პირს პრეტენზიები აქვს გამოძიებასთან“, - აცხადებს ციალა ქათამიძე.
ცნობისათვის: ბათუმის მოვლენებთან დაკავშირებით, სისხლის სამართლის წესით, წუხელ სამი პირი დააკავეს. რამდენიმე დღის წინ ამავე ბრალდებით 15 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით, წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.
ნინო ექვთიშვილი
საკვანძო სიტყვები:
პოლიციამ მარნეულში არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
16 მარტი, 2026 , 11:15
ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში გეოლოგების სამი ჯგუფი ადგილზე იმყოფება, რათა ოპერატიულად იქნას შეფასებული არსებული მდგომარეობა - გარემოს ეროვნული სააგენტო
12 მარტი, 2026 , 10:36
ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი-მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია
12 მარტი, 2026 , 10:10
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თევზის შესაბოლ არალეგალურ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა
10 მარტი, 2026 , 14:07
ყაჩაღობის ფაქტზე ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივი დაკავებულია - პროკურატურა
9 მარტი, 2026 , 16:47
აჭარის მთავრობა ხანძრითა და სტიქიით დაზარალებულ 256 ოჯახს დაეხმარება
6 მარტი, 2026 , 11:26


