რეგიონები
ბათუმის მერი მწვავე კითხვებზე პასუხის გაცემას გაურბის - მირდატ ქამადაძე
ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის საკრებულოს დეპუტატის, მირდატ ქამადაძის განცხადებით, ისინი შეუთანხმდნენ ბათუმის მერ ლაშა კომახიძეს დღევანდელ შეხვედრაზე, თუმცა ქალაქის მერი მასზე არ გამოცხადებულა.
ოპოზიციონერი დეპუტატებს კითხვები აქვთ თვითმმართველობაში მიმდინარე რეორგანიზაციაზე, ქალაქში არსებულ მშენებლობებზე, საბავშვო ბაღის პედაგოგებისთვის ხელფასების ზრდის საკითხზე, ასევე პეტროზავოდსკში დაგეგმილ ღონისძიებასა და უფასო სასადილოებში არსებულ პრობლემებზე.
ქამადაძის შეფასებით, მერი კითხვებზე პასუხის გაცემას გაურბის.
„7 მარტს ვთხივეთ, დღეს 11:00 საათზე შეგვხვედროდა.ზუსტად ვიცით, რომ ამ დროს არავითარი შეხვედრა არ აქვს. ხელისუფლება მწვავე კითხვებზე პასუხის გაცემას გაურბის. ჩვენ გვაინტერესებს, თუ არ არის კორუფციის ნიშნები, რატომ არ აქვს ნინოშვილის ქუჩაზე სასტუმრო „ჰილტონის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვა? ან თუ სამშენებლო ნებართვა არსებობს, რატომ არ ასაჯაროებენ? არც ნებართვა საჯაროვდება და არც მშენებლობა ჩერდება, რაც იმას ნიშნავს, რომ კორუფციასთან გვაქვს საქმე. მოვიდეს ბათუმის მერი და დამაჯერებელი პასუხი გაგვცეს.
ქვეყანაში მძიმე მდგომარეობაა, გარდაცვლილს არ გვაძლევენ, ბათუმის მერიის თანამშრომლები კი რუსეთში ვიზიტს გეგმავდენ. ჩვენ რომ არ გაგვეხმაურებინა ეს საკითხი, ისინი ვიზებს ელოდებოდნენ. ამის შესახებ ხელმძღვანელი პირები საქმის კურსშიც კი არ იყვნენ.
სანამ ამ ყველა კითხვას დამაჯერებელი პასუხი არ გაეცემა, ეს იმას ნიშნავს, რომ ადგილი გვაქვს ტოტალურ კორუფციასთან. ჩვენ კორუფცია წარსულს ჩავაბარეთ და ამ ქალაქში კორუფცია აღარ უნდა დაბრუნდეს“, -თქვა ქამადაძემ.
თავის მხრივ ბათუმის მერმა განაცხადა, რომ შეხვედრაზე მისვლა დროის სიმცირის გამო ვერ შეძლო, რადგან სხვა ღონისძიებებია დაგეგმილი.
„ნაციონალური მოძრაობიდან” წერილი მოვიდა შეხვედრის თხოვნით, თუმცა წერილი მოვიდა დაგვიანებით, უკვე დაგეგმილი იყო სხვა ღონისძიებები. მე მათ მივმართე წერილით, რომ აუცილებლად შევხდები მაგათ, მაგრამ ვთავაზობ, გადვიტანოთ შეხვედრა ამ თვის ბოლოს. ასევე, თუ რამე შეკითხვა აქვთ, შემიძლია, წერილობითი პასუხი გავცე“, - უთხრა კომახიძემ ჟურნალისტებს.
საკვანძო სიტყვები:
პოლიციამ მარნეულში არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
16 მარტი, 2026 , 11:15
ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში გეოლოგების სამი ჯგუფი ადგილზე იმყოფება, რათა ოპერატიულად იქნას შეფასებული არსებული მდგომარეობა - გარემოს ეროვნული სააგენტო
12 მარტი, 2026 , 10:36
ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი-მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია
12 მარტი, 2026 , 10:10
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თევზის შესაბოლ არალეგალურ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა
10 მარტი, 2026 , 14:07
ყაჩაღობის ფაქტზე ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივი დაკავებულია - პროკურატურა
9 მარტი, 2026 , 16:47
აჭარის მთავრობა ხანძრითა და სტიქიით დაზარალებულ 256 ოჯახს დაეხმარება
6 მარტი, 2026 , 11:26


