რეგიონები
ბათუმის იუსტიციის სახლში მოქალაქემ ფოტო ჯიხურები დააზიანა
მოქალაქემ ბათუმის იუსტიციის სახლში ფოტო ჯიხურები ჩაქუჩით დააზიანა.
გავრცელებული ინფორმაციით, მოქალაქე ID ბარათების გაცემას აპროტესტებდა და აცხადებდა, რომ ID ბარათში 3 ექვსიანია.
ფოტო ჯიხურების დაზიანების ფაქტი მედიანიუსს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
უწყების ინფორმაციით, მომხდარზე საქმე 187-ე მუხლით აღიძრა, რაც სხვისი ქონების განზრახ დაზიანებას გულისხმობს (ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ასიდან ასოთხმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე).
,,დაკავებულია ერთი პირი’’, - აცხადებენ უწყებაში.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
პოლიციამ მარნეულში არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
16 მარტი, 2026 , 11:15
ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში გეოლოგების სამი ჯგუფი ადგილზე იმყოფება, რათა ოპერატიულად იქნას შეფასებული არსებული მდგომარეობა - გარემოს ეროვნული სააგენტო
12 მარტი, 2026 , 10:36
ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი-მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია
12 მარტი, 2026 , 10:10
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თევზის შესაბოლ არალეგალურ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა
10 მარტი, 2026 , 14:07
ყაჩაღობის ფაქტზე ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივი დაკავებულია - პროკურატურა
9 მარტი, 2026 , 16:47
აჭარის მთავრობა ხანძრითა და სტიქიით დაზარალებულ 256 ოჯახს დაეხმარება
6 მარტი, 2026 , 11:26


