რეგიონები
ბათუმის ძველი ბულვარი სახაშეებისგან გაიწმინდება - თორნიკე რიჟვაძე
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე გამოეხმაურა საინიციატივო ჯგუფის „დაიცავი ძველი ბულვარის” განცხადებას, რომელიც მერიისგან ბათუმში ქაოტური მშენებლობების შეჩერებას და ქალაქის ისტორიული ნაწილის საზღვრების შენარჩუნებას ითხოვს.
„კიდევ ერთხელ ვადასტურებ ჩემს ღრმა პატივისცემას ბათუმის უანგარო გულშემატკივრებთან, მათ შორის „დაიცავი ძველი ბულვარის” წევრებთან მიმართებაში. თუნდაც ბულვართან დაკავშირებით, საქმით დავამტკიცებთ, თუ როგორ ვზრუნავთ. ძველი ბულვარი გაიწმინდება სახაშეებისგან,” – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
ბოლო წლებში ბათუმის ბულვარში კვების რამდენიმე ობიექტი გაიხსნა, რასაც საზოგადოების ნაწილის მხრიდან ნეგატიური განცხადებები მოჰყვა. 2016 წელს ძველი ბულვარის იერსახის შესაძლო ცვლილებას ადგილობრივების ნაწილი საპროტესტო აქციებით შეხვდა.
პოლიციამ მარნეულში არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
16 მარტი, 2026 , 11:15
ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში გეოლოგების სამი ჯგუფი ადგილზე იმყოფება, რათა ოპერატიულად იქნას შეფასებული არსებული მდგომარეობა - გარემოს ეროვნული სააგენტო
12 მარტი, 2026 , 10:36
ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი-მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია
12 მარტი, 2026 , 10:10
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თევზის შესაბოლ არალეგალურ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა
10 მარტი, 2026 , 14:07
ყაჩაღობის ფაქტზე ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივი დაკავებულია - პროკურატურა
9 მარტი, 2026 , 16:47
აჭარის მთავრობა ხანძრითა და სტიქიით დაზარალებულ 256 ოჯახს დაეხმარება
6 მარტი, 2026 , 11:26


