რეგიონები
ბათუმი-თბილისის მატარებელზე სტუდენტებს შეღავათიანი ტარიფის გამოყენება ამ ეტაპზე აღარ შეუძლიათ
ბათუმი-თბილისის მატარებელზე, 19 თებერვლიდან, სტუდენტური ფასდაკლება შეწყდა. ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია „საქართველოს რკინიგზაზე“ დაყრდნობით წერს.
როგორც „საქართველოს რკინიგზაში“ აცხადებენ, ფასდაკლება არ გაუქმებულა და ხარვეზების აღმოფხვრის შემდეგ სტუდენტები კვლავ შეღავათიანი ფასით ისარგებლებენ.
სტუდენტური შეღავათი (50% -იანი ფასდაკლება) მხოლოდ მაგისტრალური მიმოსვლის ყველა ელექტრომატარებლის მეორე კლასისა და სამგზავრო მატარებლების კუპირებულ ვაგონებზე ვრცელდებოდა.
შეღავათიანი ბილეთის მფლობელი სტუდენტების მატარებლებში დაშვება 2017 წლის მაისში გამარტივდა. ცვლილების შედეგად, შეღავათიანი ტარიფის გამოსაყენებლად, სტუდენტებისთვის პირადობის მოწმობისა და სამგზავრო დოკუმენტის მონაცემების სისწორის შედარება საკმარისი იყო და პირადობის მოწმობაზე წარწერის „სტუდენტი“ დატანა აუცილებლობას აღარ წარმოადგენდა.
არსებობს ვარაუდი, რომ შეღავათიანი ტარიფის დროებითი აკრძალვა სწორედ ამ ცვლილებაში არსებულ ხარვეზს უკავშირდება.
საკვანძო სიტყვები:
პოლიციამ მარნეულში არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
16 მარტი, 2026 , 11:15
ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში გეოლოგების სამი ჯგუფი ადგილზე იმყოფება, რათა ოპერატიულად იქნას შეფასებული არსებული მდგომარეობა - გარემოს ეროვნული სააგენტო
12 მარტი, 2026 , 10:36
ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი-მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია
12 მარტი, 2026 , 10:10
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თევზის შესაბოლ არალეგალურ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა
10 მარტი, 2026 , 14:07
ყაჩაღობის ფაქტზე ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივი დაკავებულია - პროკურატურა
9 მარტი, 2026 , 16:47
აჭარის მთავრობა ხანძრითა და სტიქიით დაზარალებულ 256 ოჯახს დაეხმარება
6 მარტი, 2026 , 11:26


