რეგიონები
„ბახვი ჰესის“ პროექტი ამერიკულ კომპანიასთან ეკონომიკური თანამშრომლობის კიდევ ერთი წარმატებული მაგალითია - ნათია თურნავა
„დღეს ჩვენ გავაფორმეთ მემორანდუმი ინვესტორთან, ამერიკულ საინვესტიციო ფონდთან, რომელიც გურიაში მცირე ჰიდროელექტროსადგურის - „ბახვი 1“ -ის მშენებლობას ითვალისწინებს. ესაა 12 მგვტ. სიმძლავრის სადგური, სადაც მომავალში მშენებლობის ეტაპზე 300-მდე, ხოლო პროექტის დასრულების შემდეგ რამდენიმე ათეული ადამიანი დასაქმდება. ეს ფაქტი რამდენიმე მიზეზის გამოა მნიშვნელოვანი: ჯერ ერთი, ეს არის ახალი ინვესტიცია მწვანე ენერგიაში მაშინ, როდესაც მთელი მსოფლიო და მათ შორის, საქართველოც კოვიდ-ს ებრძვის და თითოეული ახალი შექმნილი სამუშაო ადგილი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მეორეც, ეს არის ამერიკულ კომპანიასთან ეკონომიკური თანამშრომლობის კიდევ ერთი წარმატებული მაგალითი,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ამერიკული საინვესტიციო ფონდის „ცერბერუს კაპიტალ მენეჯმენტის“ აფილირებული კომპანია „ცერბერუს ფრონტიერ ჯორჯიასთან“ მემორანდუმის გაფორმების შემდეგ.
მემორანდუმზე ხელმოწერა სასტუმრო „რუმსში“ გაიმართა და მას ხელი მოაწერეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ და კომპანიის „ცერბერუს ფრონტიერ ჯორჯიას“ მმართველმა დირექტორმა მიხეილ ნიბლაძემ. ხელმოწერას ასევე დაესწრო აშშ - ის ელჩი საქართველოში კერი დეგნანი.
მინისტრმა საქართველოში „ამერიკული საინვესტიციო ფონდის „ცერბერუს კაპიტალ მენეჯმენტის“ საქმიანობა დადებითად შეაფასა. „ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ ფონდის საქმიანობა საქართველოში, რომელიც, „ბახვი 1“ - ის პროექტის გარდა, კიდევ რამდენიმე მცირე ჰიდროელექტროსადგურს ავითარებს და საკმაოდ საინტერესო პორტფელი გააჩნია,“ - განაცხადა ნათია თურნავამ.
საკვანძო სიტყვები:
პოლიციამ მარნეულში არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
16 მარტი, 2026 , 11:15
ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში გეოლოგების სამი ჯგუფი ადგილზე იმყოფება, რათა ოპერატიულად იქნას შეფასებული არსებული მდგომარეობა - გარემოს ეროვნული სააგენტო
12 მარტი, 2026 , 10:36
ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი-მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია
12 მარტი, 2026 , 10:10
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თევზის შესაბოლ არალეგალურ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა
10 მარტი, 2026 , 14:07
ყაჩაღობის ფაქტზე ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივი დაკავებულია - პროკურატურა
9 მარტი, 2026 , 16:47
აჭარის მთავრობა ხანძრითა და სტიქიით დაზარალებულ 256 ოჯახს დაეხმარება
6 მარტი, 2026 , 11:26


