რეგიონები
აზიური ფაროსანას გამო, ბათუმის საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი სამი დღით შეწყდება
ბათუმის საბავშვო ბაღებში, აზიური ფაროსანას აღმოჩენის გამო, სამი დღით სააღმზრდელო პროცესი წყდება.
შესაბამისი განცხადება Facebook-ის პირად გვერდზე ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანების დირექტორმა, ნატალია ზაქარეიშვილმა გააკეთა.
მისი თქმით, სააღმზრდელო პროცესი 16,17, და 18 ოქტომბერს შეწყდება.
„მშობლების საყურადღებოდ! ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანება აზიური ფაროსანას საბავშვო ბაღში აღმოჩენის შემდეგ, ღებულობს პრევენციულ ზომებს და ბათუმის საბავშვო ბაღებში სამი სამუშაო დღით 16, 17, 18 ოქტომბერს წყვეტს სააღმზრდელო პროცესს.
მწერის გასანადგურებლად შესაბამის სამსახურებთან შეთანხმებით, ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახური სპეციალური ხსნარებით დაამუშავებს და შეწამლავს საბავშვო ბაღების ეზოებს.
სამი დღით სააღმზრდელო პროცესის შეწყვეტა აღსაზრდელების უსაფრთხოების გამო გადაწყდა“,– დაწერა ნატალია ზაქარეიშვილმა.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
პოლიციამ მარნეულში არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
16 მარტი, 2026 , 11:15
ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში გეოლოგების სამი ჯგუფი ადგილზე იმყოფება, რათა ოპერატიულად იქნას შეფასებული არსებული მდგომარეობა - გარემოს ეროვნული სააგენტო
12 მარტი, 2026 , 10:36
ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი-მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია
12 მარტი, 2026 , 10:10
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თევზის შესაბოლ არალეგალურ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა
10 მარტი, 2026 , 14:07
ყაჩაღობის ფაქტზე ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივი დაკავებულია - პროკურატურა
9 მარტი, 2026 , 16:47
აჭარის მთავრობა ხანძრითა და სტიქიით დაზარალებულ 256 ოჯახს დაეხმარება
6 მარტი, 2026 , 11:26


