უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

12 ივნისი, 2017 16:45
font-size

აზიის განვითარების ბანკი ბათუმის შემოვლითი გზის პროექტს დააფინანსებს

აზიის განვითარების ბანკი ბათუმის შემოვლითი გზის პროექტს დააფინანსებს. შეთანხმებას აღნიშნულთან დაკავშირებით ხელი მოაწერეს საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა და აზიის განვითარების ბანკის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორმა იეშიმ ელჰან-კაიალარიმ.

პროექტის მიხედვით, დაფინანსდება ბათუმის შემოვლითი 14,3 კმ-იანი ორზოლიანი გზის მშენებლობა და დაახლოებით, 200 კილომეტრი სიგრძის საერთაშორისო და ადგილობრივი გზების მოვლა-შენახვა.

აღნიშნული პროექტის სავარაუდო ღირებულება 315,2 მლნ აშშ დოლარია. აქედან, აზიის განვითარების ბანკი 108,19 მლნ ევროს დააფინანსებს. პროექტი 2017 წელს დაიწყება და 2022 წელს დასრულდება.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, დღეს არსებული გზა ტურისტულ და საცხოვრებელ ზონაში გადის, რაც საერთაშორისო სატრანზიტო ტრანსპორტს პრობლემას უქმნის. შედეგად, იქმნება საცობები და სახიფათო საგზაო შემთხვევები. პრობლემის გადასაჭრელად, უკვე აშენდა ქობულეთის შემოვლითი გზის პირველი მონაკვეთი და მიმდინარეობს მეორე მონაკვეთის მშენებლობა. აღნიშნულ მონაკვეთებს დაემატება ბათუმის შემოვლითი გზა, რაც სრულად განტვირთავს მოძრაობას საკურორტო ზონაში, გაიზრდება სატრანზიტო ტვირთბრუნვა.

ხელმოწერის შემდეგ გაკეთებულ განცხადებაში, პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა მადლობა გადაუხადა აზიის განვითარების ბანკს მხარდაჭერისთვის. მისი თქმით, პროექტის თანადაფინანსება მოხდება აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის მიერ, რომლის მიერ გამოყოფილი იქნება 114 მლნ აშშ დოლარი. პირველი ვიცე-პრემიერის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, „შედეგად, მნიშვნელოვანი საგზაო მაგისტრალი, რომელიც გვჭირდება, რათა გვერდი ავუაროთ ტურისტულად დატვირთულ ბათუმს, შემდგომ წლებში აშენდება.“

„აზიის განვითარების ბანკსა და საქართველოს მჭიდრო, ათწლიანი პარტნიორობა აკავშირებს. აზიის განვითარების ბანკმა ამ პერიოდის განმავლობაში 2.3 მილიარდი აშშ დოლარის ფინანსური რესურსის მობილიზება მოახდინა საქართველოში, ჩვენი პარტნიორობა კი იზრდება და ღრმავდება. ეს პროექტი კიდევ ერთი მაგალითია მჭიდრო პარტნიორობისა. ADB-ის 141 მილიონი აშშ დოლარის ფინანსური რესურსით, მთავრობის თანამონაწილეობითა და ასევე, სხვა საფინანსო ინსტიტუტებთან თანამშრომლობით, შევძლებთ საქართველოს სატრანსპორტო ლოგისტიკური პოტენციალის ამაღლებას,“ - განაცხადა აზიის განვითარების ბანკის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორმა, იეშიმ ელჰან-კაიალარიმ.

როგორც ფინანსთა სამინისტროში აცხადებენ, აღნიშნული პროექტი დადებითად აისახება რეგიონში ეკონომიკურ წინსვლაზე ინფრასტრუქტურული ინვესტიციების მეშვეობით, აგრეთვე, გამოიწვევს მგზავრობისა და ტრანსპორტირებისათვის საჭირო დროის შემცირებას და ვაჭრობისა და ტურიზმის განვითარებას. ამასთან, დადებითად აისახება საქართველოს, როგორც სატრანზიტო ქვეყნის ფუნქციის განვითარებაზე რეგიონის სხვადასხვა ქვეყნებს შორის.

პოლიციამ მარნეულში არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

16 მარტი, 2026 , 11:15

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ჩადენილი ძალადობის ბრალდებით 2005 წელს დაბადებულ

ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში გეოლოგების სამი ჯგუფი ადგილზე იმყოფება, რათა ოპერატიულად იქნას შეფასებული არსებული მდგომარეობა - გარემოს ეროვნული სააგენტო

12 მარტი, 2026 , 10:36

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს, 12 მარტს, გამთენიისას, ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში ადგილი ჰქონდა მეწყრული პროცესები ჩასახვა-გააქტიურებას. უწყების ცნობით, წინასწარი ინფორმა

ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი-მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია

12 მარტი, 2026 , 10:10

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი. მათივე ცნობით, სტიქიის ადგილზე მობილიზებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფების წარმომა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თევზის შესაბოლ არალეგალურ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა

10 მარტი, 2026 , 14:07

სურსათის ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის დეპარტამენტმა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ფოთში თევზის შესაბოლი არალეგალური საწარმო გამოავლინა. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მცირე მეწარმე ლ.ე. საქმი

ყაჩაღობის ფაქტზე ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივი დაკავებულია - პროკურატურა

9 მარტი, 2026 , 16:47

საქართველოს პროკურატურა ყაჩაღობის ფაქტზე შსს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივის დაკავების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. საგამოძიებო უწყების ცნ

აჭარის მთავრობა ხანძრითა და სტიქიით დაზარალებულ 256 ოჯახს დაეხმარება

6 მარტი, 2026 , 11:26

აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან სტიქიითა და ხანძრით დაზარალებული 256 ოჯახის საცხოვრებელი სახლების აღდგენა-რეაბილიტაციისთვის სამ მილიონ ლარზე მეტი გამოიყოფა. დაზარალებული ოჯახების დახმარების საკითხი აჭარის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი