მოზაიკა
აზერბაიჯანულ სახელმწიფო პროფესიულ დრამატულ თეატრში ძველი სპექტაკლების აღდგენაზე მუშაობენ
ჰ. ალიევის სახელობის თბილისის აზერბაიჯანულ სახელმწიფო პროფესიულ დრამატულ თეატრში ახალ დადგმებთან ერთად, ძველი სპექტაკლების აღდგენაზეც მუშაობენ და სულ მალე მაყურებელს გ. ერისთავის „უჩინ-მაჩინის ქუდის“ პრემიერაზე უმასპინძლებენ, რომელიც თითქმის 10 წელია დასს აღარ უთამაშია, _ აცნობეს მედიანიუსს თეატრიდან.
„უჩინ-მაჩინის ქუდი“ მაყურებლისთვის აზერბაიჯანულ ენაზე იქნება წარმოდგენილი და სპექტაკლში მხოლოდ ამ თეატრის მსახიობები მიიღებენ მონაწილეობას. აღდგენის რეჟისორები არიან ვარლამ (ლალი) და დავით ნიკოლაძეები.
სპექტაკლი, რომელიც ცნობილი ქართველი დრამატურგის გიორგი ერისთავის პიესის მიხედვითაა შექმნილი, დედაქალაქის პროფესიულ თეატრალურ სივრცეში ნახევარსაუკუნოვანი პაუზის, აზერბაიჯანული თეატრის სცენაზე და რეპერტუარში კი 10 წლიანი შესვენების შემდეგ კვლავ დაბრუნდება.
გ. ერისთავმა ერთ-ერთმა პირველმა დაუდო სათავე ქართულ კრიტიკულ რეალიზმს, მტკიცე საფუძველი ჩაუყარა კომედიოგრაფიას, დააარსა ქართული პროფესიული თეატრი, რომელსაც1850-1854 წლებში ხელმძღვანელობდა. იყო უდიდესი კულტურული წამოწყების ინიციატორი: პირველი ქართული სალიტერატურო ჟურნალი "ცისკარის" დამაარსებელი და რედაქტორი (1852-1853).
სპექტაკლები დეკემბერში, აკ. ხორავას სახელობის მსახიობის სახლის (საქართველოს თეატრალური საზოგადოება) სცენაზე გაიმართება და თბილისის აზერბაიჯანული სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრის მსახიობებიც-ლეილა კასუმოვი, ფაზილ ბაირამოვი, ბინალი აკიპოვი, იზაბელა ალიევა და აისელ მამედოვი მაყურებელს იქ უმასპინძლებენ-განაცხადეს თეატრის პრესსამსახურში.
საკვანძო სიტყვები:
ლეგენდარულმა “შაკატაკმა” თბილისში 2 კონცერტი გამართა
22 იანვარი, 2026 , 11:22
საქართველოში პირველად პროფესიონალ და მოყვარულ მოცეკვავეთა საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება
17 ოქტომბერი, 2025 , 16:52
ბალეტის სუპერვარსკვლავი ნატალია ოსიპოვა ქართველი მაყურებლის წინაშე წარდგა
17 ივნისი, 2025 , 10:50
თბილისში ამბის თხრობის ფესტივალი - ZEG გაიხსნა
13 ივნისი, 2025 , 13:56
საქართველოს სახელოვანი იტალიელი მსახიობი სიმონა კავალარი ეწვევა
30 მაისი, 2025 , 13:13
საქართველოს ლეგენდარული მოკრივე როი ჯონსი სტუმრობს
23 მაისი, 2025 , 16:36


