რეგიონები
ასეთი სტიქია მე კი არა, ჩემს წინაპარს არ ახსოვს – ნინო ვიბლიანი
ჭუბერის რწმუნებულის, ნინო ვიბლიანის ინფორნაციით, ამ დროისთვის ჭუბერში, სტიქიის ზონაში, ყველაზე მეტი სირთულე გზებთან და ხიდებთან დაკავშირებით არსებობს.
მისი თქმით, მდინარემ ხუთი ხიდი მთლიანად გაანადგურა. დღის 13:00 საათისთვის მოხერხდა მძიმე ტექნიკის შეყვანა დევრას ალტერნატიული საავტომობილო გზის მონაკვეთზე, სადაც გზის გაფართოების სამუშაოები მიმდინარეობს.
როგორც ვიბლიანმა აღნიშნა, ძირითადი გზა წყალმა გვიან ღამით მთლიანად დაშალა, რის გამოც რვა სოფელს შორის საავტომობილო მოძრაობა არ არსებობს, გადაადგილება მხოლოდ ქვეითად არის შესაძლებელი.
მისი თქმით, ალტერნატიული გზაც ჩაქცევის საფრთხის წინაშე იდგა, თუმცა ტექნიკამ შეძლო ადგილზე შესვლა და სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
“ჩვენი გეგმაა, შევინარჩუნოთ გზები და აღდგეს ხიდები, რომ სოფლის მოსახლეობას გადაადგილების საშუალება ჰქონდეს. არსებობს შტაბი, გონივრული გადაწყვეტილებები იქნება მიღებული და შესაბამისად ვიმუშავებთ. ამ ეტაპზე დამატებით მოსახლეობის ევაკუაცია არ იგეგმება, საცხოვრებელი სახლებიდან გაიყვანეს მხოლოდ წყლის პირას მცხოვრები მოსახლეობა. სულ დაახლოებით 100 ოჯახამდეა გასული, ყოველ შემთხვევაში ღამით არ ჩერდებიან სახლებში, რადგან ღამის განმავლობაში წყლის დონის მომატების საფრთხე არსებობს. ასეთი სტიქია მე კი არა, ჩემს წინაპარს არ ახსოვს, – ამბობს ნინო ვიბლიანი.
მისივე თქმით, სტიქიის გამომწვევ მიზეზად არ შეიძლება ჰესის მშენებლობა ჩაითვალოს.
„არანაირად არ არის ეს ჰესთან დაკავშირებული, იქიდან გამომდინარე, რომ ეს მასა, რომელიც მთას მოწყდა, არ არის ჰესის გავრცელების არეალში. ეს მოხდა ხუთი კილომეტრის დაშორებით, შესაბამისად არანაირ კავშირში სტიქია ჰესთან და მიმდინარე სამუშაოებთან არ არის, თუმცაღა, ამ ეტაპზე იქ სამუშაოები მაინც შეჩერებული იყო“, – განაცხადა ნინო ვიბლიანმა.
საკვანძო სიტყვები:
პოლიციამ მარნეულში არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
16 მარტი, 2026 , 11:15
ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში გეოლოგების სამი ჯგუფი ადგილზე იმყოფება, რათა ოპერატიულად იქნას შეფასებული არსებული მდგომარეობა - გარემოს ეროვნული სააგენტო
12 მარტი, 2026 , 10:36
ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი-მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია
12 მარტი, 2026 , 10:10
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თევზის შესაბოლ არალეგალურ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა
10 მარტი, 2026 , 14:07
ყაჩაღობის ფაქტზე ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივი დაკავებულია - პროკურატურა
9 მარტი, 2026 , 16:47
აჭარის მთავრობა ხანძრითა და სტიქიით დაზარალებულ 256 ოჯახს დაეხმარება
6 მარტი, 2026 , 11:26


